“მე ახლა მე-12 მოთამაშე ვიქნები...“ - დავით ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა: აცრემლებული ფეხბურთელის ამაღელვებელი გამომშვიდობება (ვიდეო) - კვირის პალიტრა

“მე ახლა მე-12 მოთამაშე ვიქნები...“ - დავით ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა: აცრემლებული ფეხბურთელის ამაღელვებელი გამომშვიდობება (ვიდეო)

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და და­ნი­უ­რი "კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის" აწ უკვე ყო­ფილ­მა მცველ­მა და­ვით ხო­ჭო­ლა­ვამ საფეხბურთო კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა! 31 წლის მცველ­მა კა­რი­ე­რის ბოლო მატ­ჩი 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­ა­ტა­რა. მას შემ­დეგ ხო­ჭო­ლა­ვამ 2 ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და დღემ­დე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დი­ო­და.

ფეხ­ბურ­თელს საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე რუს­თა­ვის "მე­ტა­ლურ­გში", თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში", ფო­თის "კოლ­ხეთ­ში", ქო­ბუ­ლე­თის "შუ­ქუ­რა­ში", ოდე­სის "ჩერ­ნო­მო­რეც­ში", დო­ნეც­კის "შახ­ტარ­სა" და "კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში" უთა­მა­შია. ხო­ჭო­ლა­ვას ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მა­ი­სუ­რით 39 მატ­ჩი აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

კლუ­ბი F.C. København, სა­დაც ხო­ჭო­ლა­ვა ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და, ფეხ­ბურ­თელ­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ, ემო­ცი­ურ ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს:

- რას ნიშ­ნავს შენ­თვის და შენი ოჯა­ხის­თვის აქ გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო?

- ოჰ ყვე­ლა­ფერს... ჩვენ გვიყ­ვარს ეს ად­გი­ლი, ქა­ლა­ქი, კლუ­ბი. ძნე­ლია დამ­შვი­დო­ბე­ბა, მაგ­რამ ეს არ არის დამ­შვი­დო­ბე­ბა, რად­გან მე ახლა მე-12-ე მო­თა­მა­შე ვიქ­ნე­ბი. გააგრძელეთ კითხვა