"ცოლ-შვილი სახლში ჰყავდა, ადამიანები როგორ მოკლა?" - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა: რა მოხდა ვარკეთილში 5 ივნისს? - კვირის პალიტრა

"ცოლ-შვილი სახლში ჰყავდა, ადამიანები როგორ მოკლა?" - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა: რა მოხდა ვარკეთილში 5 ივნისს?

ვარ­კე­თილ­ში 5 ივ­ნისს მკვლე­ლო­ბა მოხ­და, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით 39 წლის ბაჩო ბა­შა­რუ­ლი და 40 წლის ნიკა არჩვა­ძე მოკ­ლეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 40 წლის იური კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ზე "კუ­რი­ე­რი P.S." ახალ დე­ტა­ლებს ავ­რცე­ლებს. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ მე­ზო­ბელ­მა კა­რის მე­ზო­ბელ­სა და მის მე­გო­ბარს ჯერ თავ­ში ჩა­ქუ­ჩი ჩა­არ­ტყა, შემ­დეგ კი ია­რა­ღით მოკ­ლა.

რო­გორ და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი?

და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თი - ბაჩო ბა­შა­რუ­ლი და ნიკო არჩვა­ძე, ნას­ვა­მე­ბი, დე­რე­ფან­ში დგა­ნან და ბი­ნის კა­რის გა­ღე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ. ამ კად­რებს იური კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის კა­მე­რა იღებს. ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ბაჩო ბა­შა­რუ­ლი ფეხს იქ­ნევს და მისი ფეხ­საც­მე­ლი მის­სა­ვე კარ­თან, კა­ბე­ლებ­ზე ეკი­დე­ბა. ერთ მო­მენ­ტში ბაჩო მე­ზობ­ლის კა­მე­რას სან­თე­ბე­ლას უჩ­ვე­ნებს.

რამ­დე­ნი­მე წამ­ში, კა­რის მე­ზო­ბე­ლი იური კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი მათ­თან გა­დის და ამის შემ­დეგ და­ძა­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი იწყე­ბა. ბაჩო ბა­შა­რუ­ლი მე­ზო­ბელს კა­მე­რა­ზე მი­უ­თი­თებს და ანიშ­ნებს, რომ თვალ­თვა­ლი აღი­ზი­ა­ნებს. სწო­რედ ამ დროს, იწყე­ბა ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და ბა­ჩოს თავ­ში ქსო­ვილ­ში გახ­ვე­უ­ლი რე­ზი­ნის ჩა­ქუ­ჩი რამ­დენ­ჯერ­მე ხვდე­ბა. ის მე­ზობ­ლის მო­გე­რი­ე­ბას ცდი­ლობს. ჩხუ­ბით, იური კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის სახ­ლში შე­დი­ან. ნიკო არჩვა­ძე კონ­ფლიქ­ტში ერ­თვე­ბა. მე­ზო­ბე­ლი დე­რეფ­ნის­კენ უკვე ხელ­ში ია­რა­ღით ბრუნ­დე­ბა. მას ნი­კო­სა და ბა­ჩოს ნივ­თე­ბი იმ ოთახ­ში შე­აქვს, სა­დაც უკვე ორი ადა­მი­ა­ნი სის­ხლის გუ­ბე­ში წევს. კარს კე­ტავს და კა­მე­რა ითი­შე­ბა.

"კუ­რი­ე­რი P.S"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი იური კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა იმ ოთახ­ში ჩა­ი­დი­ნა, რომ­ლის გვერ­დზეც მის მე­უღ­ლე­სა და მცი­რე­წლო­ვან შვილს ეძი­ნათ. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუთ­ში, მან 112-ში და­რე­კა და მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა, თუმც აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მო­ტი­ვით.

"ჩა­ქუ­ჩის მეშ­ვე­ო­ბით არა­ერ­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი ათ წამ­ში ავ­ტო­მა­ტი­დან თავ­ზე გას­რო­ლით მოკ­ლა.

გააგრძელეთ კითხვა