ოკუპირებული კურორტი - რა ღირს რუსებისთვის აფხაზეთში დასვენება?! - კვირის პალიტრა

ოკუპირებული კურორტი - რა ღირს რუსებისთვის აფხაზეთში დასვენება?!

რუსებისთვის ივლისის შუა რიცხვებში ზღვისპირა დასვენების ყველაზე საბიუჯეტო ადგილი აფხაზეთია. ამის შესასხებ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მონაცემებში წერია, რომელიც მის ვებგვერდზე ვრცელდება.

ორი ადამიანისთვის ათდღიანი ტური აფხაზეთის სამვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებით, საუზისა და მოსკოვიდან ფრენის ჩათვლით, 87,2 ათასი რუბლიდან (966 დოლარიდან) იწყება, მაშინ, როცა სოჭში ანალოგიური ტურპაკეტის მინიმალური ღირებულება 100,1 ათასი რუბლია (1,113 დოლარია).

მესამე ადგილზე არაბთა გაერთიანებული საემიროებია, სადაც ორ კაცზე ყველაზე იაფი ათდღიანი ტური ოთხვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებით, საუზისა და ავიაბილეთის ჩათვლით, 121,5 ათასი რუბლი (1,345 დოლარი) ღირს.

ხუთეულში, ასევე, შედის ჰაინანი (საუზმით 123,6 ათასი რუბლიდან, 1,364 დოლარიდან) და ეგვიპტე (all inclusive 131,3 ათასი რუბლიდან, 1,449 დოლარიდან).

განაგრძე კითხვა