რუსებმა კიევს დაარტყეს - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

რუსებმა კიევს დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 5 ადამიანი და რამდენიმე დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რაკეტების ნამსხვრევები დედაქალაქის 7 რაიონში დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და საოფისე შენობები, საბავშვო საავადმყოფო, დაიწვა და დაზიანდა ავტომობილები.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსებმა უკრაინას კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით შეუტიეს, საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცხადდა. კიევის ოლქსა და დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა აფეთქებების ხმები ისმოდა.

"ინტერპრესნიუსი"