გლობალ ავტო იმპორტის ფილიალის გახსნა ბათუმში - კვირის პალიტრა

გლობალ ავტო იმპორტის ფილიალის გახსნა ბათუმში

6 ივლისს, 16:00 საათზე, ბათუმში, ჭავჭავაძის N55-ში გლობალ ავტო იმპორტის ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა

ეს არის სივრცე, სადაც ავტომობილის შეძენის ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მაღალი დონის კონსულტაცია, შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი ავტომობილი მსოფლიოს უმსხვილეს ავტოაუქციონებზე.,,ჩვენთვის დიდი პატივია ფილიალის გახსნა ბათუმში და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ახალი სივრცე ძალიან მოგეწონებათ, ხშირად ესტუმრებით და ჩვენი სერვისებით ისარგებლებთ.” – ლაშა ხურციძე, გლობალ ავტო იმპორტის ბაზარზე განვითარების დირექტორი.

888a0256-1720440394.jpg

გლობალ ავტო იმპორტის მარტივი, გამართული და ოპტიმიზირებული ლოგისტიკის მეშვეობით, მომხმარებლებსა და უცხოურ ბაზრებს შორის არ არსებობს დამატებითი საშუამავლო რგოლები, რაც განაპირობებს მინიმალურ, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით დაბალ, საბოლოო ფასს. ავტომობილების დისტანციურად შემოწმების შესაძლებლობა კომპანიის კვალიფიციური თანამშრომლების მიერ, პრაქტიკულად გამორიცხავს სხვადასხვა ტიპის რისკ-ფაქტორებს.

,,მაქვს პატივი წარმოვადგინო გლობალ ავტო იმპორტი ბათუმში. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გავუწიოთ კეთილსინდისიერი და ღირსეული მომსახურება. შევარჩევინოთ საჭირო ავტომობილი, შევთავაზოთ სხვადასხვა პროდუქტი, როგორიცაა ლიზინგი, ავტომობილის დაზღვევა, ავტო სერვისი და ა.შ.’’ - ქეთი ინასარიძე, გლობალ ავტო იმპორტის ბათუმის ფილიალის მენეჯერი.

888a0297-1720440452.jpg

გლობალ ავტო იმპორტი 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც-ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.

დაარსების დღიდან, გლობალ ავტო იმპორტი ხარისხიან და კეთილსინდისიერ მომსახურებას უწევს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ავტომობილის შეძენა სურს. კომპანიის მზარდი გუნდის თითოეული წევრი ის საიმედო და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანია, ვისაც ავტომობილის შერჩევას, შეძენასა და ტრანსპორტირებას ანდობთ.

R