"რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს" - ჯოზეფ ბორელი კიევის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაზე - კვირის პალიტრა

"რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს" - ჯოზეფ ბორელი კიევის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაზე

რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

„რუსეთი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას აგრძელებს. დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, კიევის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდიტი“ განადგურდა. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 30-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"