ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში რჩება?! - კვირის პალიტრა

ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში რჩება?!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კვლავ ვილი სანიოლი იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას LaGazzetta.ge ავრცელებს.

ვილი სანიოლის ნაკრებში დარჩენას გულშემატკივართა დიდი ნაწილი ითხოვს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა და იქაც წარმატებით იასპარეზა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან მარცხის შემდეგ(1-3), ფრედ ითამაშა ჩეხეთთან(1-1) და მოუგო პორტუგალიას(2-0). საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ესპანეთთან 1-4 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2021 წლის თებერვალში დაინიშნა. მას კონტრაქტი ეროვნულ გუნდთან 2024 წლის დეკემბერში ეწურება.