ვინ არის დეკანოზი, 4 შვილის მამა, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე გავიდა - რა ინფორმაციას ავრცელებს გამოცდების ეროვნული ცენტრი? - კვირის პალიტრა

ვინ არის დეკანოზი, 4 შვილის მამა, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე გავიდა - რა ინფორმაციას ავრცელებს გამოცდების ეროვნული ცენტრი?

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 შვილის მამა, დეკანოზი მატათა(ზვიად) ბერიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეა.

"4 შვილის მამა, დეკანოზი მატათა(ზვიად) ბერიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეა. ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ წელს მისი შვილებიც - ნონა და იოანე ბერიძეები.დეკანოზის თქმით, ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ცოდნა მისთვის მნიშვნელოვანია და სწავლის გაგრძელებასაც სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს", - წერია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.