"26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენის შანსია" - კვირის პალიტრა

"26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენის შანსია"

ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დროა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ყილობაზე განაცხადა, სადაც პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნების შესახებ გახდა ცნობილი.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენის შანსია.

"თქვენს წინაშე ვდგავარ უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. პასუხისმგებლობის თითოეული თქვენგანის და ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე. ვინც აცნობიერებს და გრძნობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ჩვენი ქვეყნის გადარჩენის შანსია. ეს არის შანსი, დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი. ეს არის შანსი იმ დაპირისპირების და დანაწევრების მორევიდან, რომელშიც ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობა მიგვათრევს, ამოვიდეთ წელში გამართული, ამაყი და სწორედ ამაყი საქართველო შევიდეს ევროკავშირში.

26 ოქტომბრის არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია - რეფერენდუმად რუსეთსა და ევროპას შორის. 26 ოქტომბრის არჩევნების წინ, ჩვენი ვალია, ვეძებოთ შეხების წერტილები, ის, თუ რა გვაერთიანებს, ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დროა“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ინტერპრესნიუსი"