"რუსეთი უკრაინაში თავის სასტიკ ომს აგრძელებს - ამ საზარელ თავდასხმებს ვგმობ" - რას აცხადებს იენს სტოლტენბერგი? - კვირის პალიტრა

"რუსეთი უკრაინაში თავის სასტიკ ომს აგრძელებს - ამ საზარელ თავდასხმებს ვგმობ" - რას აცხადებს იენს სტოლტენბერგი?

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო იერიშები დაგმო.

„რუსეთი უკრაინაში თავის სასტიკ ომს აგრძელებს. სწორედ დღეს, უკრაინის ქალაქებზე საშინელი სარაკეტო თავდასხმების მოწმენი გავხდით, რომელთა შედეგადაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ. ამ საზარელ თავდასხმებს ვგმობ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში 9-11 ივლისს გასამართ ნატო-ს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"ინტერპრესნიუსი"