"რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელმაც ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა" - კვირის პალიტრა

"რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელმაც ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა"

რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელმაც ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა და კიევის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო და მსხვერპლი გამოიწვია, რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა, - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასიურ სარაკეტო თავდასხმას.

„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ გააგრძელოს უკრაინის გვერდით დგომა ამ მნიშვნელოვან მომენტში და ჩვენ არ უგულებელვყოთ რუსული აგრესია“, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მისი თქმით, მიმდინარე ვაშინგტონში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნატო-ს ლიდერებს.

„შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის, რათა ნათლად განვუცხადო, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ ზომებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რათა ხელი შევუწყოთ მათი ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის რუსეთის თავდასხმებისგან დაცვას. შეერთებული შტატები უკრაინელი ხალხის გვერდით დგას“, - აცხადებს ბაიდენი.

ცნობისთვის, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 37 ადამიანი დაიღუპა და 170 დაშავდა.