ზელენსკის სპეცსამსახურები ბავშვთა მკვლელებზე ნადირობას იწყებენ - შურისძიება უკრაინულად: სამიზნეშია რუსი პილოტები და პროგრამისტები - კვირის პალიტრა

ზელენსკის სპეცსამსახურები ბავშვთა მკვლელებზე ნადირობას იწყებენ - შურისძიება უკრაინულად: სამიზნეშია რუსი პილოტები და პროგრამისტები

პუტინის არმიის მორიგმა სამხედრო დანაშაულმა - 8 ივლისს კიევში, „ოხმატდეტის“ სპეციალიზებულ ბავშვთა საავადმყოფოზე გამიზნულმა წერტილოვანმა სარაკეტო დარტყმამ, რასაც 20 ადამიანის (მათ შორის - ბავშვების) დაღუპვა და 61-ის დაჭრა/დაშავება მოჰყვა (გუშინ უკრაინის ქალაქებზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო დარტყმების შედეგად, საერთო ჯამში, დაიღუპა 31 და დაშავდა 125 მშვიდობიანი მოქალაქე), მსოფლიოში დიდი უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია...

მიუხედავად ამისა, კრემლის პროპაგანდა კვლავ ცინიკურად ცდილობს, ეს ტრაგედია ისევ უკრაინელებს გადააბრალოს, თითქოს კიევში ამ საავადმყოფოს უკრაინელების საზენიტო რაკეტა მოხვდა, რაც სრული სიცრუე, რასაც ამტკიცებს თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრები, რომელზეც ჩანს, თუ როგორ იღებს სიმაღლეს და მერე საავადმყოფოზე პიკირებაზე გადადის რუსული „ჰაერი-ჰაერის“ კლასის სტრატეგიული დანიშნულების ფრთოსანი რაკეტა Х-101-ი...

გარდა ამისა, აფეთქების შედეგად დაზიანებულ ბავშვთა საავადმყოფოს ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევბში აღმოჩენილია რაკეტის ფრაგმენტები, რომლებიც, ასევე, მიუთითებენ რუსული Х-101-ის გამოყენებაზე...

ამ უტყუარი ფაქტების მოპოვების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აკეთებს ღია განცხადებას -„ოხმატდეტის“ სპეციალიზირებულ ბავშვთა საავადმყოფოზე გამიზნული წერტილოვანი სარაკეტო დარტყმა გახლდათ ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაული, რის გამოც ჩვენ, კანონისა და მორალის თვალსაზრისით, შურს ვიძიებთ - არის მკვლელების კონკრეტული სახელ-გვარები...

2-raketa-1720504344.jpg
კადრი თვითმხილველის გადაღებული ვიდეოდან - კიევის თავზე რუსული ფრთოსანი რაკეტა Х-101-ი პიკირებაზე გადადის და ორიოდე წამში ბავშვთა საავადმყოფოს შენობას დაეცემა...

უკრაინული СБУ რომ სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის, ამის მრავალი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს - დაწყებული დონბასელი პრორუსი სეპარატისტების საველე მეთაურების „მოტოროლას“, „გივის“, ზახარჩენკოს ლიკვიდაციებით და გაგრძელებული ყირიმის ხიდზე ტროტილიანი ტრაილერის აფეთქებით თუ კამიკაძე-კატარღებით შავ ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდების ჩაძირვით...

უკრაინელი მზვერავები არ მალავენ, რომ შურისძიების სამიზნე გახდებიან, არა მარტო იმ Ту-95МС-ის პილოტები და ეკიპაჟის სხვა წევრები, რომელმაც ეს კონკრეტული სტრატეგიული დანიშნულების ფრთოსანი რაკეტა გაუშვა რუსეთის საჰაერო სივრციდან კიევის ბავშვთა საავადმყოფოს მიმართულებით, არამედ - ის პროგრამისტებიც, რომლებმაც ამ ფრთოსანი რაკეტის დამიზნების სისტემაში შეიყვანეს „ოხმატდეტის“ სპეციალიზებულ ბავშვთა საავადმყოფოს ზუსტი კოორდინატები…

რუსეთის განკარგულებაში ეხლა ორ ათეულამდე გამართული Ту-95МС-ი სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენი თუ რჩება, რომელთა ეკიპაჟების შემადგენლობა უკრაინელმა მზვერავებმა თითქმის ზეპირად იციან.

რაც შეეხება უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოყენებული რაკეტების ფრენის პარამეტრების დამპროგრამებლებს, ისინი სტრუქტურულად შედიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარ გამომთვლელ ცენტრში, რომელსაც გენერალ-მაიორი რობერტ ბარანოვი მეთაურობს.

3-raketa-1720504296.jpg
კიევში „ოხმატდეტის“ სპეციალიზებულ ბავშვთა საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობის ნანგრევებში ნაპოვნი რუსული ფრთოსანი რაკეტა Х-101-ის ფრაგმენტი, მასზე დაწერილი სპეციფიკური ნუმერაციით... [U1] რუ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს უკვე დადგენილი აქვს რუსი გენერლის - ბარანოვის იმ 30 თანამშრომლის ვინაობა, რომლებსაც რაკეტების, მათ შორის - „ისკანდერების“,კინჟალებისა“ თუ „კალიბრების“ დამიზნების სისტემაში შეჰყავთ უკრაინის ქალაქებში მონიშნული სამიზნეების ზუსტი კოორდინატები.

სამიზნეების კოორდინატებს მოიპოვებს რუსეთის სამხედრო დაზვერვა, მას გადასცემს გენშტაბის ოპერატიულ სამმართველოს, საიდანაც ბრძანება უკვე პროგრამისტებთან მიდის...

რუსული სტრატეგიული დანიშნულების ფრთოსანი რაკეტა Х-101(მისი მოდიფიკაცია Х-102 განკუთვნილია ბირთვული ქობინის გადასატანად) გამოირჩევა მიზანში 10-20 მეტრის ცდომილებით მოხვედრის დიდი სიზუსტით, შესაბამისად, ის, რომ რაკეტა კიევის მაღალი კორპუსების შუაში სწორედ ბავშვთა საავადმყოფოს ერთ-ერთ შენობას მოხვდა, მიუთითებს იმაზე, რომ თავიდანვე სწორედ ამ საავადმყოფოს ზუსტი კოორდინატები იყო შეყვანილი რუსული რაკეტის დამიზნების სისტემაში...