"ძალიან მკაცრი ვარ, უარესებს ვამბობ ხოლმე. ჩემი და ილიკოს რეპეტიციის ყველა კადრი რომ დაიდოს, აქედან გაგვასახლებენ" - კვირის პალიტრა

"ძალიან მკაცრი ვარ, უარესებს ვამბობ ხოლმე. ჩემი და ილიკოს რეპეტიციის ყველა კადრი რომ დაიდოს, აქედან გაგვასახლებენ"

ნინო სუხიშვილი ეკა ჩხეიძესთან გადაცემაში საუბრობს იმ ცნობილი ვიდეოს შესახებ, რომლის გამოც, ქართული საზოგადოების ნაწილმა ძალიან კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა ანსამბლის ხელმძღვანელის მიმართ.

"ეს ვიდეო ჩვენი მენეჯერის გადაღებულია, რომელიც სულ იღებს რეპეტიციის კადრებს. ვიცი, რომ ბევრმა გამაკრიტიკა ამის გამო, მე ძალიან მკაცრი ვარ, უარესებს ვამბობ ხოლმე. ეს "ყვავილები" იყო. ჩვენმა მენეჯერმა ჩათვალა, რომ სამუშაო პროცესის დადება საინტერესო იქნებოდა. ეს იყო სტაჟიორების, მომავალი თაობის გასინჯვა, პირველი საანგარიშო კონცერტის წინ. თუ ანსამბლში უნდათ გადმოსვლა, უნდა მოსთხოვო და ამაზე გავაკრიტიკე, ბუნებრივია.

ჩემი და ილიკოს რეპეტიციის ყველა კადრი რომ დაიდოს, აქედან გაგვასახლებენ (იცინის).

იხილეთ ვიდეო ლინკზე - რას ამბობს ნინო სუხიშვილი ცნობილ ვიდეოზე, რომლის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა