რუსეთში ორი ქალი სპექტაკლში მონაწილეობის გამო გაასამართლეს - სკანდალური საქმის დეტალები - კვირის პალიტრა

რუსეთში ორი ქალი სპექტაკლში მონაწილეობის გამო გაასამართლეს - სკანდალური საქმის დეტალები

მოს­კო­ვის და­სავ­ლეთ ოლ­ქის სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ იური მა­სინ­მა ევ­გე­ნია ბერ­კო­ვიჩს და სვეტ­ლა­ნა პეტ­რი­ჩუკს ტე­რო­რიზ­მის გა­მარ­თლე­ბის საქ­მე­ზე ექ­ვსი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.და­კა­ვე­ბულ­მა ქა­ლებ­მა გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნამ­დე ერთი წელი გა­ა­ტა­რეს წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში.

სპექ­ტაკ­ლი "Finist Yasny Sokol" მოგ­ვი­თხრობს გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც ინ­ტერ­ნეტ მი­მო­წე­რით შე­უყ­ვარ­დე­ბათ ISIS-ის წევ­რე­ბი. სპექ­ტაკ­ლის ში­ნა­არსში პრო­კუ­რო­რებ­მა ტე­რო­რიზ­მი­სა და რა­დი­კა­ლუ­რი ფე­მი­ნიზ­მის გა­მარ­თლე­ბა და­ი­ნა­ხეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­ჟი­სო­რი და დრა­მა­ტურ­გი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ სპექ­ტაკ­ლი, პი­რი­ქით, აფრ­თხი­ლებ­და ქა­ლებს მსგავ­სი სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ მათი არ­გუ­მენ­ტე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.პა­ტიმ­რო­ბის გარ­და, და­კა­ვე­ბუ­ლებს სამი წლით აეკ­რძა­ლათ "ელექტრო­ნუ­ლი და სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლე­ბის, ვებ­სა­ი­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, მათ შო­რის ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა“.

დაც­ვის მხა­რე გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან მცი­რეა იმე­დი, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა.

რაში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს რე­ჟი­სო­რი და დრა­მა­ტურ­გი?

სპექ­ტაკლმა, რომ­ლის გა­მოც, ორი ქალი ცი­ხე­ში წა­ვი­და, 2022 წელს ჯილ­დო „ოქ­როს ნი­ღა­ბი“ მი­ი­ღო. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და თა­ვად პი­ე­სის ავ­ტო­რი სვეტ­ლა­ნა პეტ­რი­ჩუ­კიც.

თუმ­ცა, სპექ­ტაკ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ "და­ნო­სი" და­ი­წე­რა. ინ­ფორ­მა­ტო­რის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბია, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის სა­სა­მარ­თლო­ში სა­ი­დუმ­ლო მოწ­მის სტა­ტუ­სით მი­ვი­და და ჩვე­ნე­ბა მის­ცა. გააგრძელეთ კითხვა