რა არის დისლექსია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება - "ძირითადად მე-4, მე-5 კლასში მოგვმართავენ: თავის შერცხვენას, ურჩევნიათ უზრდელად ჩათვალონ" - კვირის პალიტრა

რა არის დისლექსია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება - "ძირითადად მე-4, მე-5 კლასში მოგვმართავენ: თავის შერცხვენას, ურჩევნიათ უზრდელად ჩათვალონ"

რა არის დის­ლექ­სია და რას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ამ დროს? - ამის შე­სა­ხებ ფსი­ქო­ლოგ­მა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, თა­მარ გა­გო­ში­ძემ “რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში ისა­უბ­რა და ყვე­ლა იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტალს გა­უს­ვა ხაზი, რო­მელ­საც მშო­ბელ­მა, ან პე­და­გოგ­მა უნდა მი­აქ­ცი­ოს.

“დის­ლექ­სია ეს არ არის და­ა­ვა­დე­ბა, ეს არის ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბი­თი მდგო­მა­რე­ო­ბა. ტვი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბაა, ანუ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ტვი­ნი მუ­შა­ობს სხვა­ნა­ი­რად. ჩვენ გვაქვს ორი ნა­ხე­ვარსფე­რო: მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა, ისი­ნი ყვე­ლა­ფერს ინა­წი­ლე­ბენ, ისე­ვე რო­გორც კი­თხვის დროს. თუმ­ცა დის­ლექ­სი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ეს აქვთ სხვა­ნა­ი­რად და შე­დე­გი არის ის, რომ ბავ­შვი პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან ეჭი­და­ვე­ბა ასო­ებს“ - აცხა­დებს ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გი.

- რა არის დის­ლექ­სია?

- დის­ლექ­სია ვიწ­რო მნიშ­ვნე­ლო­ბით არის კი­თხვის უნა­რის დარ­ღვე­ვა. ზო­გა­დად, ფარ­თო მნიშ­ვნე­ლო­ბით, არის სი­ტყვით გა­შუ­ა­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დახ­სო­მე­ბის, წა­კი­თხვის, შე­ნახ­ვის პრობ­ლე­მა. მაგ­რამ, კონ­კრე­ტუ­ლად ტერ­მი­ნი დის­ლექ­სია გუ­ლის­ხმობს კი­თხვის უნა­რის დარ­ღვე­ვას, რო­მე­ლიც შე­დის დას­წავ­ლის უნა­რის დარ­ღვე­ვებ­ში.

აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბი: რო­გო­რიც არის წერა, არით­მე­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი, ესე­ნიც შე­იძ­ლე­ბა იყოს პრობ­ლე­მა და მათ სხვა სა­ხე­ლე­ბი ჰქვია.

- რა­ტომ უჭირთ მშობ­ლებ­საც და მას­წავ­ლებ­ლებ­საც დის­ლექ­სი­ის დრო­უ­ლად აღ­მო­ჩე­ნა?

- იმი­ტომ რომ ბავ­შვი არ გან­სხვავ­დე­ბა თა­ვი­სი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან. მას არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ აქვს. ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ბავ­შვია, თუმ­ცა რეტ­როს­პექ­ტუ­რად რომ შე­ხე­დავ, მშო­ბე­ლი გე­უბ­ნე­ბა, რომ მის შვილს ლექ­სე­ბის სწავ­ლა არ უყ­ვარ­და, ბგე­რებს სმე­ნით ვერ არ­ჩევ­და და ა.შ. რო­გორც წესი, ამ ტი­პის ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლო და მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი აქვთ. ამი­ტომ გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ ვერ კი­თხუ­ლობს. ეს მი­ე­წე­რე­ბა ხოლ­მე სი­ზარ­მა­ცეს.

მე­ო­რე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს კარ­გად ნიღ­ბა­ვენ ბავ­შვე­ბი. მათ ძა­ლი­ან კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა აქვთ. ხში­რად გვაქვს შემ­თხვე­ვე­ბი, რომ მე-4, მე-5 კლას­ში კი­თხვის პრობ­ლე­მის გამო კი არა, ქცე­ვის გამო მოგ­ვმარ­თა­ვენ. მა­გა­ლი­თად, ვერ ახერ­ხებს მას­წავ­ლე­ბე­ლი კლას­ში ბავ­შვის მარ­თვას, ამი­ტომ კლა­სი­დან აგ­დე­ბენ და ა.შ. ძი­რი­თა­დად ბი­ჭებ­ში უფრო გვხვდე­ბა“, - თა­მარ გა­გო­ში­ძემ იმ პრობ­ლე­მებ­ზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, მო­ზარდს სკო­ლა­ში აწუ­ხებ­დეს.

მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვის, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. თუმ­ცა, დი­აგ­ნო­ზის არ­ცოდ­ნის გამო, მათ არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ.

გააგრძელეთ კითხვა