"თითქოსდა, განახლებული სახეებით არაფერი იცვლება - „ნაცი“ „ნაცად“ რჩება, წინ გინდ ორიანი მიუწერე და გინდ - ხუთიანი, მაინც „ნაცები“ არიან თავიდან ბოლომდე - სამარცხვინო სიტუაციაა! ერთმანეთში აქვთ ქიშპი" - კვირის პალიტრა

"თითქოსდა, განახლებული სახეებით არაფერი იცვლება - „ნაცი“ „ნაცად“ რჩება, წინ გინდ ორიანი მიუწერე და გინდ - ხუთიანი, მაინც „ნაცები“ არიან თავიდან ბოლომდე - სამარცხვინო სიტუაციაა! ერთმანეთში აქვთ ქიშპი"

ამ სახეებით - თითქოსდა, განახლებული სახეებით არაფერი იცვლება - „ნაცი“ „ნაცად“ რჩება, წინ გინდ ორიანი მიუწერე და გინდ - ხუთიანი, მაინც „ნაცები“ არიან თავიდან ბოლომდე, ხუთია მათი ციფრი და „ნაცია“ მათი სახელი! - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

ზარქუას თქმით, მიმდინარეობს შიდა ბრძოლა გავლენებისთვის, „ხალხის ინტერესები კი სულ ფეხებზე ჰკიდიათ, - მთავარია, თუ ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია“.

“გუშინ, ჩემი „ხაბე“ ისევ დამიჩაგრეს. ამ ბიჭმა ასეთი რა დააშავა, რომ სცენაზეც არ აუშვეს, განახლებულ სიაშიც ვერ მოხვდა - „ხაბე“ გამაგრდი, გგულშემატკივრობ!

ახალი სახე გიორგი ვაშაძეა, თინა ბოკუჩავა, თუ არმაზ დიდი, პარლამენტში რომ ლექციებს ატარებდა ხოლმე?! - ციფრი დაიტოვეს, სათაური შეცვალეს! მათზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკო, აგდებულად უნდა ილაპარაკო! ნეტა, ბელადმა იცის, მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს? - თავისი პარტიის სახელწოდება რცხვენიათ და შეცვალეს! ახალ სახედ არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაია უნდა შემოგვასაღონ. კორძაიას მიმართ მეგრული სოლიდარობა მაქვს და არ ვიცი, ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდა.

ვინაა ახალი სახე? - ერთი გვარამიაა ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე ნიკა მელია. სამარცხვინო სიტუაციაა! ერთმანეთში აქვთ ქიშპი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.