"ველოდებოდი როდის ექნებოდათ ქორწილი, რომ მის კაბაზე მეზრუნა. დავუკავშირდი ელენეს და კაბის შეკერვა შევთავაზე" - ვინ შეკერა ელენე ეპიტაშვილის კაბა და რა დეტალებზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება ქართველ დიზაინერს? - კვირის პალიტრა

"ველოდებოდი როდის ექნებოდათ ქორწილი, რომ მის კაბაზე მეზრუნა. დავუკავშირდი ელენეს და კაბის შეკერვა შევთავაზე" - ვინ შეკერა ელენე ეპიტაშვილის კაბა და რა დეტალებზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება ქართველ დიზაინერს?

საქართველოს საფეხბურთო ვარსკვლავის, გიორგი მამარდაშვილის და მისი მომხიბვლელი საცოლის, ელენე ეპიტაშვილის ცხოვრებაში კიდევ ერთი საოცარი მომენტი დადგა. წყვილმა მათი პირველი შვილის სქესის გამჟღავნების ღონისძიება გამართა, რომელიც არა მხოლოდ ოჯახური სიხარულის, არამედ საზოგადოების განხილვის თემად იქცა.

ღონისძიებაზე ჩვენი ყურადღება მიიპყრო ელენე ეპიტაშვილის თეთრი კაბის ელეგანტურმა სილუეტმა და ნატიფმა დეტალებმა. როგორც მოვიანებით გაირკვა, კაბის დიზაინი ლალიკო ძამაშვილის შექმნილია.

ქალბატონი ლალიკო ქალის ტანსაცმლის კონსტრუქტორია. როგორც თავად აღნიშნავს, დიზაინერობაზე პრეტენზია არ აქვს, თუმცა ინდივიდუალური დიზაინით არა ერთი საინტერესო კოსტიუმი შეუქმნია:

dizaineri-1720538659.jpg

„საკმაოდ კარგად ვერკვევი კონსტრუქციაში, ქსოვილის ტექნოლოგიურ დამუშავებაში, შემიძლია დიზაინზე მუშაობა... მაგრამ გეტყვით, მეამაყება, რომ ვარ ქალის ტანსაცმლის კონსტრუქტორი“ - აღნიშნავს ლალიკო.

kaba-1720538684.jpg

„ფეხბურთის გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების შემართებამ და დიდმა წარმატებამ მეც ამიყოლია, ისევე, როგორც მთელი ჩვენი საზოგადოება. ამ ყველაფერს ფონად დაყვებოდა პირობები, რომელსაც მოგების შემთხვევაში შეასრულებდნენ როგორც ფეხბურთელები, ისე ჩვენი უბრალო მოქალაქეებიც. მეც ჩემს წრეში გამოვაცხადე ჩემი პირობა. ხომ სულ გვესმოდა მამარდაშვილი... მამარდაშვილი... ელენე ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარია, ჩემს თვალწინ გაზრდილი გოგონა. ველოდებოდი როდის ექნებოდათ ქორწილი, რომ მის კაბაზე მეზრუნა. სანამ ბავშვის სქესის გაგების ცერემონია ჩატარდებოდა წინა დღეს ელენეს მეგობარმა დამირეკა და ამ ღონისძიების შესახებ მომიყვა. სწორედ მაშინ დავუკავშირდი ელენეს და კაბის შეკერვა შევთავაზე. სრულიად უანგარო ნაბიჯი იყო, რომელიც დიდი სიყვარულით და ამ საერთო სიხარულის ფონზე გადავდგი. მინდოდა, მისთვის ემოციური საჩუქარი გამეკეთებინა. საკუთარ თავთანაც მართალი ვიქნებოდი, რომ პირობა შევასრულე. ამისრულდა ჩემი ჩანაფიქრიც... მეორე დღეს მოვიდა ელენე და დავიწყეთ კაბაზე მუშაობა“. იხილეთ სრულად