"მელიას თავის მართლების პოსტი გამოუცხვია, რა კეზერა, რი კეზერაო..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი - კვირის პალიტრა

"მელიას თავის მართლების პოსტი გამოუცხვია, რა კეზერა, რი კეზერაო..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"მელიას თავის მართლების პოსტი გამოუცხვია, რა კეზერა, რი კეზერაო - ძაან თავისუფალი ვარ ჩრდილოვანი გავლენებისგანო", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოცქსელში წერს.

"ჩრდილოვანი გავლენებისგან ძააან "თავისუფალი" მელია რომ ჩრდილოვან გავლენას თავდაუსხმელობას უცხადებს კეზერაშვილის ჯუჯალარებთან ერთად და პარტნიორად გვარამია ყავს, რომლის არხიც თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს და საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალ არჩევანს ართმევს, ძალიან დამაჯერებელია.ნეტა თუ აცნობიერებს, რა ელის ყველა მხრიდან (ჩვენი ჩათვლით ცხადია - ჩვენი კამპანიის ძირითადი ხაზი იქნება ოლიგარქიული გავლენის მხილება როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში)", - წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ :ახალი"(ნიკა მელია, ნიკა გვარამია), "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის"(ზურა ჯაფარიძე) და "დროა"(ელენე ხოშტარია), ერთობლივად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. მათი თქმით, "ლელოსთან" გაერთიანება "მცირე შეუთანხმებლობის" გამო ვერ მოხდა.