"ისეთი დამოკიდებულებაა ჩვენ მიმართ, თითქოს, გადადებული ვართ უკვე... რაც მე გამოვიარე, იგივე სჭირდება ქვეყანას..." - რას ამბობს ხათუნა სამნიძე - კვირის პალიტრა

"ისეთი დამოკიდებულებაა ჩვენ მიმართ, თითქოს, გადადებული ვართ უკვე... რაც მე გამოვიარე, იგივე სჭირდება ქვეყანას..." - რას ამბობს ხათუნა სამნიძე

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის, აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­და. "რაც მე გა­მო­ვი­ა­რე, იგი­ვე სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას - ჯერ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, შემ­დეგ თე­რა­პი­ე­ბი და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია", - ამ­ბობს ის "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში.

"ძა­ლი­ან მინ­და, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ვი­ლა­პა­რა­კო ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე. აქამ­დე არას­დროს არ ვყო­ფილ­ვარ ამ თე­მე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, კომ­პე­ტენ­ცი­აც არ მქონ­და, მაგ­რამ ახლა ძა­ლი­ან და­ვინ­ტე­რეს­დი და ამ ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ახ­ლაა ჩვენ ქვე­ყა­ნა­ზე მინ­და, ბევ­რი ვი­სა­უბ­როთ.

არის ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ, რომ პე­ტი­ცი­ე­ბით სი­მარ­თლე თქვან და მი­აღ­წი­ონ იმას, რომ არ და­ი­ჩაგ­რონ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში.

ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ჩვენ მი­მართ თით­ქოს, აი, გა­და­დე­ბუ­ლი ვართ უკვე და ამას სჭირ­დე­ბა სხვა ტი­პის მუ­შა­ო­ბა ამ სფე­რო­ში... ამას მა­გა­ლი­თის­თვის ვამ­ბობ, თო­რემ, რა თქმა უნდა, ყვე­ლა თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რებთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ". გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო