"საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ალიანსის დეკლარაციიდან ამოღებული იქნა - ბუქარესტის შემდეგ გაწეული მძიმე შრომა „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ალიანსის დეკლარაციიდან ამოღებული იქნა - ბუქარესტის შემდეგ გაწეული მძიმე შრომა „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა"

საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა, - ასე ეხმაურება ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას.

„საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა. 2008 წელს ბუქარესტის შემდეგ გაწეული მთელი მძიმე შრომა „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა. იმის ნათელი, ტრაგიკული და უდავო მტკიცებულებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა“, - წერს ლუკ კოფი X-ზე.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა რუსეთს მოლდოვიდან და საქართველოდან თავისი ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს.