"ეს სახლი 2 მილიონი დოლარი ღირს" - ვინ არის ქართველი ქალი, მდიდრული სახლით, რომელიც ცნობილი ვლოგერის ობიექტივში ისევ მოხვდა
ცნობილი ვლოგერი ჯორდან ჰეშემი კვლავ საქართველოშია. ის ისევ ესტუმრა ლუსი მანჯავიძეს, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ჯორდან ჰეშემის ობიექტივში ლუსი მანჯავიძის ოქროყანაში მდებარე სახლი მოხვდა, რომლის ფასიც 2 მილიონი დოლარია.