19 ივლისს, ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს
ბათუმის შემდეგ ზაფხულის ფესტივალს უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. 19 ივლისს, ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა საღამოს 6 საათზე ადგილობრივი ბენდების კონცერტით გაიხსნება. ფესტივალის მთავარი შემსრულებელი იქნება ბენდი „მგზავრები“, რომელიც ყველასათვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს. ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი. ქობულეთის ფესტივალი ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.
NS