გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა, ევრო 2024-ზე "ოქროს ბუცის" მფლობელი მაინც გახდეს - კვირის პალიტრა

გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა, ევრო 2024-ზე "ოქროს ბუცის" მფლობელი მაინც გახდეს

რამდენიმე წუთის წინ Uefa-მ ჩვენთვის მეტად გასახარი ინფორმაცია გააჟღერა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ევრო 2024-ზე ბომბარდირთა დავაში "ოქროს ბუცის" გადაცემის კრიტერიუმები შეცვალა.

დღემდე მოქმედი წესით, თუ ფეხბურთელები თანაბარი რაოდენობის გოლებს დააგროვებდნენ, მაშინ ასისტები და ტურნირზე ჩატარებული წუთები ჩაითვლებოდა, რითაც ესპანელი დანი ოლმო ლიდერობდა.

Uefa-ს ახალი წესის მიხედვით, ტურნირის ბომბარდირი და "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდება ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ გოლს გაიტანს.

რა მოხდება, თუ მაინც თანაბარი რაოდენობის გოლებს მივიღებთ? - ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, ასეთ შემთხვევაში "ოქროს ბუცის" მფლობელად ყველა თანაბარი რაოდენობის გოლის ავტორი ჩაითვლება.

ამრიგად, ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების შანსი გიორგი მიქაუტაძეს კიდევ აქვს

განაგრძე კითხვა