"5-დღიანი ძებნის შემდეგ ბულვარში გარდაცვლილი ვიპოვეთ... ერთი წლის მერე მისი ნახატი აუქციონზე ვნახე, დახატული ჰქონდა ადგილი, სადაც დაიღუპა" - ლაშა ღლონტის ოჯახის უცნაური ამბავი
ალცჰაიმერი ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც შედარებით ნელა, მსუბუქი ფორმებით იწყება და თანდათან მწვავდება. დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე ძირითადი სიმპტომია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დავიწყება, ქცევითი საკითხების გართულება, ამ დროს ალცჰაიმერის მქონე ადამიანები ოჯახთან და საზოგადოებასთან კავშირს თითქმის წყვეტენ. თანდათან სასიცოცხლო ფუნქციებიც ირღვევა და ფატალური შედეგიც დგება. ახლა სწორედ ერთი ასეთი ამბის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელსაც სამწუხაროდ, ტრაგიკული ფინალი აქვს...
ბათუმში ერთ დროს ცნობილი ადამიანი, საქმის მოყვარული, პროფესიონალი, კარგი გარეგნობის მამაკაცი ალცჰაიმერით დაავადდა. გარშემო ყველას უჭირდა მისი ამ მდგომარეობაში ხილვა... საქმე იქამდე მივიდა, რომ, ამ დაავადების წყალობით, ცხოვრება 76 წლის ასაკში ტრაგიკულად დაასრულა. ამ უმძიმესი ამბით მისმა ოჯახმა, ნათესავებმა, საახლობლომ უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესი და ტკივილი მიიღო.
გასაოცარი და დაუჯერებელი ამბავი მისი სიკვდილის შემდეგაც მოხდა, რომლის შესახებაც ექიმმა და მომღერალმა ლაშა ღლონტმა გიორგი ღოღობერიძის გადაცემაში მოყვა. ალცჰაიმერით დაავადებული მამაკაცი ლაშა ღლონტის მამა გახლდათ.
ლაშა ღლონტი:
- თავიდან დაიწყო რაღაც შიშებით, მაგალითად, ფანჯარა რატომ არის ღია? უნდა დავკეტო. აკვიატებები ჰქონდა, - სანთებელა, ტელეფონის დამტენი სად არის? - ამას რამდენჯერმე იმეორებდა. შემდეგ ღამე სახლიდან გადიოდა, საქმე მაქვს - მოტივით და მალე მოდიოდა. ჯერ ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა... დაიწყო ასევე დათვლა, ნივთებს ითვლიდა... მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა, იყო არაადეკვატური მოქმედებები. საგნების სხვაგან დადება და დავიწყება, მეხსიერების პრობლემები გაუჩნდა... ბოლო პერიოდში კონტაქტშიც პერიოდულად შემოდიოდა. თავის სამყაროში იყო. დაავადება სხვადასხვა ფაზაში გადადიოდა. გააგრძელეთ კითხვა