ფიჯის შემდეგ იაპონია - ბორჯღალოსნების მეორე ტესტი სენდაიში - კვირის პალიტრა

ფიჯის შემდეგ იაპონია - ბორჯღალოსნების მეორე ტესტი სენდაიში

ბათუმში ფიჯისთან დამარცხების (12:21) შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივლისის მეორე ტესტ-მატჩს მართავს - რიჩარდ კოკერილის გუნდი სენდაიში იაპონიას სტუმრობს და პირველი ტაიმის შემდეგ იგებს .

არადა, ამ ორი ნაკრების დაპირისპირებათა ისტორიაში, იაპონელების უპირატესობა თვალსაჩინო გახლავთ: დღემდე გამართული ექვსიდან ხუთი მატჩიამაომავალი მზის ქვეყნის წარმოამდგენლებმა მოიგეს - პირველი და აქამდე ერთადერთი გამარჯვება (35:24) კი 2014 წელს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოვიპოვეთ.

წლებია, იაპონური რაგბი სერიოზული ყურადღებისა და ინვესტიციის ობიექტად იქცა. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ „საკურებს“ სახელგანთქმული ედი ჯონსი წვრთნის და არაერთი ნატურალიზებული მოთამაშეც ჰყავთ.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, მესამე წუთზე გატანილ ლელოს, მასპინძლებმა ზუსტი გარდასახვა და ორი საჯარიმოც დაუმატეს, ბორჯღალოსნებმა კი ორი საჯარიმოთი უპასუხეს და რაც მთავარია - ამდენივე ლელოც დაამიწეს. მე-19 წუთზე, ჩვენების ჩინებულ მოლს ვანო კარკაძის ლელო მოჰყვა, რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების შემდეგ კი (მეოცე წუთზე, შიმოკავა წითელი ბარათით დასაჯეს და იაპონია მატჩის ბოლომდე 14 მოთამაშით დარჩა), ლამაზი ლელო ალანიამაც გაიტანა. მატკავამ გარდასახა - 13:18. ამ ანგარიშთ დასრულდა პირველი ტაიმი. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია „იმედის“ და რაგბი TV-ს ეთერში.