ტყვიას გადარჩენილი ტრამპის გამარჯვების შანსი პრეზიდენტად დაბრუნებაზე მნიშვნელოვნად იზრდება... - კვირის პალიტრა

ტყვიას გადარჩენილი ტრამპის გამარჯვების შანსი პრეზიდენტად დაბრუნებაზე მნიშვნელოვნად იზრდება...

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს...ტყვიამ მარჯვენა ყურთან მიაყენა მცირე ჭრილობა-ტრამპი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება...თუ როგორ „ნადირობენ“ მესამე საუკუნე აშშ-ის პრეზიდენტებსა თუ ყოფილ პრეზიდენტებზე, ეს ცალკე ანალიტიკური მასალის თემაა...„ცხელ კვალზე“ კი იმ პირველ დაკვირვებებს შემოგთავაზებთ, რაც რამდენიმე საათის წინ პენსილვანიის შტატში გამართულ მიტინგზე გადაღებული ვიდეოკადრებიდან შეიძლება მიიღოს მაყურებელმა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი და ამასთანავე ა.წ. ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტის ჯობაიდენის ყველაზე რეალური მოწინააღმდეგე დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მისი მხარდამჭერებისთვის მოწყობილ მიტინგზე ტრიბუნიდან სიტყვით გამოდიოდა, როდესაც პირდაპირ სატელევიზიო ეთერში მოულოდნელად არანაკლებ სამი გასროლის ხმა გაისმა, ტრამპმა მარჯვენა ყურზე ხელი იტაცა და სწრაფადვე მიკროფონიანი ტრიბუნის ქვეშ ჩაჯდა, მას ერთ-ორ წამში იქვე მდგარი მცველები მისცვივდნენ, რა დროსაც ტელეეთერში კიდევ ზედიზედ არანაკლებ 5-6 გასროლის ხმა გაისმა...ტრიბუნებზე ტრამპის მომხრეებს შორის ერთგვარი პანიკა დაიწყო, მაგრამ, როგორც კი დაინახეს, რომ ტრამპი წამოდგა და მიუხედავად გასისხლიანებული მარჯვენა ყურისა, ხელი მუშტად შემართა, მისმა გახარებულმა მომხრეებმა სკანდირება დაიწყეს...ტრამპი საიდუმლო სამსახურის მცველებმა, რომლებიც მას ყველა მხრიდან ეკვროდნენ, შეჯავშნულ მანქანაში ჩასვეს დასაავადმყოფოში წაიყვანეს.

2-trampi-1720944732.jpg
საიდუმლო სამსახურის პირადი მცველები ერთ-ორ წამში გადაეფარნენ ტრიბუნასთან ჩამჯდარ დაჭრილ ტრამპს...

რისი თქმა შეიძლება ამ ორწუთიან ეპიზოდზე, რომელსაც შეიძლება შეეცვალა აშშ-ის და შესაბამისად მთელი მსოფლიოს მომავალი?

პირველი -ტრიბუნაზე, სადაც სიტყვით გამოდიოდა ტრამპი ,არ ეყენა გამჭვირვალე ჯავშან მინები, რომლებიც დაფარავდნენ ტრამპის საკმაოდ მსხვილ ფიგურას წინა მხრიდან ნასროლი ტყვიისგან. (ვისაც ახსოვს, ასეთი ჯავშანმინებით იყო აღჭურვილი ის ტრიბუნა 2005 წლის 10 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, როდესაც აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი გვსტუმრობდა და ვოვა არუთინოვმა ხელყუმბარა გადააგდო, რომელიც არ აფეთქდა).

მეორე-ტრამპის პირად დაცვას რატომღაც თან არ ჰქონდა სწრაფად გასაშლელი ჯავშანფილები, რომლებიც დიპლომატებში თავსდება და წამში შეიძლება მათი გაშლა და აფარება დასაცავ ობიექტზე, რაც კარგად დაიცავს განმეორებითი სროლების შემთხვევაში-ამიტომაც პირადი მცველები ცდილობდნენ ტრამპი თავისი სხეულებით გადაეფარათ, რაც არც თუ კარგად გამოსდიოდათ, გამომდინარე ტრამპის სიმაღლიდან.

3-trampi-1720944779.jpg
სავარაუდო თავდამსხმელი-20 წლის თომას მეთიუ კრუკსი...

მესამე-პირველი სამი გასროლა სავარაუდოდ მიმართული იყო სწორედ ტრამპის წინააღმდეგ, რასაც ორიოდე წამში მოჰყვა 5-6 გასროლა, რომლებითაც ნეიტრალიზირებული იქნა ტრამპზე თავდამსხმელი.

მეოთხე-აშშ-ის გამოძიების ფედერალური სამსახურის აგენტებმა უკვე დაადგინეს ლიკვიდირებული სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა-ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.

მეხუთე-ჯერჯერობით უცნობია, მარტო მოქმედებმა თომას მეთიუ კრუკსი,თუ მას ჰყავდა თანამზრახველები.

მეექვსე-თუკი პირველი სამი გასროლა ზედიზედ სწორედ თომას მეთიუ კრუკსმა განახორციელა, მას წესით გრძელლულიანი ნახევრად ავტომატური ან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ჰქონოდა ოპტიკური სამიზნით, რადგან სასროლად ის ტრამპის ტრიბუნას რამდენიმე ათეულ მეტრზე ახლოს ვერ მიუახლოვდებოდა.(ჩამატება-სტატიის დაწერისას ცნობილი ხდება, რომ თავდამსხმელმა რამდენიმე გასროლა განახორციელა 90-იოდე მეტრის დაშორებით მდგარი შენობის სახურავიდან, AR-15 ტიპის ნახევრადავტომატური შაშხანიდან).

4-trampiii-1720944907.jpg
შენობის სახურავი, საიდანაც ისროდა თომას მეთიუ კრუკსი და სადაც მოახდინეს მისი ლიკვიდაცია საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა/სნაიპერებმა...

მეშვიდე-ამ სროლების შედეგად, გარდა იმისა,რომ დაიჭრათავად ტრამპი, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი მაყურებელიც,თუმცა ეს მხოლოდ თომას მეთიუ კრუკსის გასროლებს მოჰყვა, თუ საიდუმლო სამსახურის სნაიპერების საპასუხო სროლების შედეგიცაა, ჯერ ძნელი სათქმელია.

მერვე-იმის მტკიცება, რომ ტრამპის მომხრეებმა თითქოს ეს თავდასხმა თავადვე მოაწყვეს, ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსების ასამაღლებლად, არალოგიკურია-რადგან მარჯვენა ყურს შეხებული ტყვია, რამდენიმე მილიმეტრით გვერდზე, რომ წასულიყო, ტრამპი სახის არეში სასიკვდილო ჭრილობას მიიღებდა.

5-trrammpi-1720944936.png
AR-15 ტიპის ნახევრადავტომატური შაშხანა თავისუფლად იყიდება აშშ-ის იარაღის მაღაზიებში...

მეცხრე-ეს, რამდენიმე მილიმეტრით აცილებული ტყვია ტრამპს დიდი ალბათობით გაამარჯვებინებს შემოდგომაზე დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან ის გმირის მანტიას მოირგებს და შანს აღარ დაუტოვებს იმ „მოფახფახებულ“ ჯო ბაიდენს, რომელსაც მომხრეებიც კი მოუწოდებენ აღარ იყაროს კენჭი მომავალ პრეზიდენტობაზე...