ბიბილოვის ძმისშვილებს, რომლებსაც მის "ჯალათებს" ეძახიან, ცეცხლი გაუხსნეს - პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება ოკუპირებულ ცხინვალში - კვირის პალიტრა

ბიბილოვის ძმისშვილებს, რომლებსაც მის "ჯალათებს" ეძახიან, ცეცხლი გაუხსნეს - პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება ოკუპირებულ ცხინვალში

14 ივ­ლისს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სრო­ლა იყო ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში. რო­გორც მე­დია წერს, ცე­ცხლი "სამ­ხრეთ ოსე­თის“ ე.წ. ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის ძმის­შვი­ლებს გა­უხ­სნეს.

შემ­თხვე­ვა მე-12 სკო­ლის წინ მოხ­და.

"უც­ნობ­მა პი­რებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის ძმის­შვი­ლებს, სერ­გო და ლევ კა­ბი­სო­ვებს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ამ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის ძმა (ალან გაგ­ლო­ე­ვი) ალიკ გაგ­ლო­ე­ვიც“, - წერს მე­დია "ტე­ლეგ­რა­მარხზე" დაყ­რდნო­ბით.

ძმე­ბი კა­ბი­სო­ვე­ბი ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ekhokavkaza.com წერს, სამ­ხრეთ ოსუ­რი მე­დია ამ ფაქ­ტზე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დუმ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას შემ­დეგ, რაც ეს ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­ნდა, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ად­გი­ლობ­რივ პრე­სა­შიც გაჩ­ნდა.

რო­გორც იტყო­ბი­ნე­ბი­ან, ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს "სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მომ­ხდა­რის ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით".

გააგრძელეთ კითხვა