"გამოდით, ხალხო, გთხოვთ, სანამ შებინდდება უნდა ვიპოვოთ" - 12 წლის მოზარდს ეძებენ ლაგოდეხში: ოჯახი დახმარებას ითხოვს - კვირის პალიტრა

"გამოდით, ხალხო, გთხოვთ, სანამ შებინდდება უნდა ვიპოვოთ" - 12 წლის მოზარდს ეძებენ ლაგოდეხში: ოჯახი დახმარებას ითხოვს

ოჯა­ხის წევ­რე­ბი ლა­გო­დეხ­ში და­კარ­გულ 12 წლის მო­ზარდს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას “ფე­ის­ბუქ­ზე“ ანა გე­ლაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თავს:

“სას­წრა­ფოდ! ლა­გო­დეხ­ში ვინც ხართ, და­ი­კარ­გა 12 წლის ბავ­შვი. მწვა­ნე მა­ი­სუ­რი ეცვა, ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნობ­და.

ძა­ლი­ან გთხოვთ თუ ვინ­მე სად­მე და­ი­ნა­ხავთ, და­მი­რე­კეთ 598102820 ან 593169922. ძა­ლი­ან გთხოვთ, ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოთ“, - წერს ანა გე­ლაშ­ვი­ლი.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის თქმით, ბი­ჭუ­ნა შშმ პი­რია.

სულ ახლახან ანა გელაშვილმა მეორე პოსტიც დადო, სადაც წერს:

"არ გამოჩნდა ხალხოოოო და ახლა გავდივართ ყველა კიდევ.

გთხოვთ სანამ შებინდდება უნდა ვიპოვოთ გთხოვთ ყველას ვისაც შეგვიძლია გამოდით ყველა.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანობააა.

საბა ქვია და თუ სადმე შეაზლებთ.

ყველა გამოდით გამოდით და გამოდით"