"გამოდით, ხალხო, გთხოვთ, სანამ შებინდდება უნდა ვიპოვოთ" - 12 წლის მოზარდს ეძებენ ლაგოდეხში: ოჯახი დახმარებას ითხოვს
ოჯახის წევრები ლაგოდეხში დაკარგულ 12 წლის მოზარდს ეძებენ. ინფორმაციას “ფეისბუქზე“ ანა გელაშვილი ავრცელებს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:
“სასწრაფოდ! ლაგოდეხში ვინც ხართ, დაიკარგა 12 წლის ბავშვი. მწვანე მაისური ეცვა, ველოსიპედით სეირნობდა.
ძალიან გთხოვთ თუ ვინმე სადმე დაინახავთ, დამირეკეთ 598102820 ან 593169922. ძალიან გთხოვთ, ყურადღება გამოიჩინოთ“, - წერს ანა გელაშვილი.
ოჯახის ახლობლის თქმით, ბიჭუნა შშმ პირია.
სულ ახლახან ანა გელაშვილმა მეორე პოსტიც დადო, სადაც წერს:
"არ გამოჩნდა ხალხოოოო და ახლა გავდივართ ყველა კიდევ.
გთხოვთ სანამ შებინდდება უნდა ვიპოვოთ გთხოვთ ყველას ვისაც შეგვიძლია გამოდით ყველა.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანობააა.
საბა ქვია და თუ სადმე შეაზლებთ.
ყველა გამოდით გამოდით და გამოდით"