"ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, რომ ევრო 2024-ის ბომ­ბარ­დირ­თა შო­რის ვარ" - რას წერს "ოქროს ბუცის" მფლობელი გიორგი მიქაუტაძე? - კვირის პალიტრა

"ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, რომ ევრო 2024-ის ბომ­ბარ­დირ­თა შო­რის ვარ" - რას წერს "ოქროს ბუცის" მფლობელი გიორგი მიქაუტაძე?

"ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, რომ ევრო 2024-ის ბომ­ბარ­დირ­თა შო­რის ვარ", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თავ­დამ­სხმე­ლი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

”კი­დევ ერთხელ ვუ­ლო­ცავ ამ სა­ო­ცარ გუნდს [სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს], თქვენს გა­რე­შე ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და“, - წერს მი­ქა­უ­ტა­ძე.სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე ევრო 2024-ის თა­ნა­ბომ­ბარ­დი­რი და ოქ­როს ბუ­ცის მფლო­ბე­ლი გახ­და.კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თავ­დამ­სხმე­ლი მი­ქა­უ­ტა­ძე გაკპოს­თან, კე­ინ­თან, მუ­სი­ა­ლას­თან და შრანცთან ერ­თად გახ­და 3 გო­ლით „ოქ­როს ბუ­ცის“ მფლო­ბე­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი თა­ვის პირ­ველ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს მერ­ვე­დფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­მო­ე­თი­შა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი მერ­ვე­დფი­ნალ­ში სწო­რედ ეს­პა­ნეთ­თან და­მარ­ცხდა.

ეს­პა­ნე­თის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ოთხგზის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ევრო 2024-ის ფი­ნალ­ში ეს­პა­ნეთ­მა ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბი ან­გა­რი­შით - 2:1 და­ა­მარ­ცხა.