ქართველი მილიარდელები - მიხეილ ლომთაძის ქონებამ 7 მლრდ დოლარს გადააჭარბა, გაიზარდა ბიძინა ივანიშვილის ქონებაც - კვირის პალიტრა

ქართველი მილიარდელები - მიხეილ ლომთაძის ქონებამ 7 მლრდ დოლარს გადააჭარბა, გაიზარდა ბიძინა ივანიშვილის ქონებაც

ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელის მიხეილ ლომთაძის ქონება წლის დასაწყისიდან 1.97 მლრდ დოლარით გაიზარდა და 7 მლრდ-ს გადააჭარბა. ასევე წლის დასაწყისიდან თითქმის 900 მლნ დოლარით გამდიდრდა კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.

Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, ამ დროისთვის მიხეილ ლომთაძის ქონება 7.02 მლრდ დოლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში ქონება 5.05 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ისევ დაბრუნდა

განაგრძე კითხვა