"ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ არ ვიყავი ძლიერი, სწრაფი, არ შემეძლო ევროპის დონეზე თამაში..." - კვირის პალიტრა

"ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ არ ვიყავი ძლიერი, სწრაფი, არ შემეძლო ევროპის დონეზე თამაში..."

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი "გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქეს“ სტუ­მა­რობ­და. ინ­ტერ­ვი­უ­ში ბავ­შვო­ბა­ზე, სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­სა და სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტებს:

სი­ცი­ლი- ხში­რად მე­უბ­ნე­ბა ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­ნალ­დი­ნიო სულ იცი­ნის რომ თა­მა­შობს, შენ რა­ტომ არ იცი­ნიო. მე იმი­ტომ ვთა­მა­შობ ასე, რომ მთლი­ან დროს და ენერ­გი­ას ვხარ­ჯავ კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ზე, თა­ვი­სუფ­ლად რომ ვიყო, ასე მჭირ­დე­ბა მომ­ზა­დე­ბა.

4 წლის ასა­კი­დან შე­მიყ­ვა­ნეს ფეხ­ბურთზე. გურ­ჯა­ან­ში დავ­დი­ო­დი და აქე­დან და­ი­წყო ჩემი ფეხ­ბურ­თი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი. ვცდი­ლობ­დი, ჩემს მე­გობ­რებ­თან მე­თა­მა­შა და მათ­თვის მო­მე­გო. არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ გა­მორ­ჩე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რომ ვინ­მეს შე­ვე­ქე. მიყ­ვარ­და სპორ­ტი და ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ეს რომ და­ი­ნა­ხეს, ყო­ველ­თვის მხარ­ში მედგნენ.

ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნო­ბა­ზე

- ცოტა რთუ­ლი კი­თხვაა, რო­დე­საც კაშო გვყავს კა­პიტ­ნად. არა­სო­დეს მი­ფიქ­რია და მი­ოც­ნე­ბია ამა­ზე. მირ­ჩევ­ნია ჩემი გუნ­დე­ლე­ბის­თვის და­ვი­ხარ­ჯო, გა­ვა­კე­თო რაც იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. თუ ისი­ნი გა­და­წყვე­ტენ, რომ მე მათ ვუ­კა­პიტ­ნო, რა თქმა უნდა, ვუ­კა­პიტ­ნებ. მაგ­რამ ჩემ­თვის მი­ზა­ნი არ არის, რომ ვიყო რო­მე­ლი­მე გუნ­დის კა­პი­ტა­ნი. ჩემ­თვის კა­პიტ­ნო­ბა, უბ­რა­ლოდ, სამ­კლა­უ­რი არ არის, ბევრ რა­მეს შე­ი­ცავს, რაც კა­პი­ტანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. არი­ან ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა უთა­მა­შებ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ გუნ­დზე ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა აქვთ.

რო­ნალ­დო­ზე

- 12-13 წლის ვი­ყა­ვი, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვი­და, მახ­სოვს, ხელ­ზე შე­ვე­ხე, მინ­დო­და გა­მე­გო, რე­ა­ლუ­რი იყო თუ არა. ახლა თა­მა­ში­სას, სა­ნამ სტა­დი­ონ­ზე გა­ვი­დო­დით, ზურ­გზე ვუ­ყუ­რებ­დი, რომ არც ისე­თი დიდი არ არის, რო­გორც ტე­ლე­ვი­ზორ­ში ჩანს და რო­გო­რიც მახ­სოვ­და. გააგრძელეთ კითხვა