"მამარდა" სხვადასხვა საიტის რჩეულია - Euro 2024-ის სიმბოლური ნაკრების კარის ქართველი მცველი - კვირის პალიტრა

"მამარდა" სხვადასხვა საიტის რჩეულია - Euro 2024-ის სიმბოლური ნაკრების კარის ქართველი მცველი

დას­რულ­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, თუმ­ცა სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რო ჯერ კი­დევ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბით ცხოვ­რობს.

სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი სა­ი­ტე­ბი აქ­ვეყ­ნე­ბენ ევრო2024 -ის სიმ­ბო­ლურ ნაკ­რე­ბებს, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ევ­რო­პის წამ­ყვან ფეხ­ბურ­თე­ლებ­ში ქარ­თვე­ლიც გა­მო­ე­რია.

WhoScored-ის მი­ხედ­ვით, სიმ­ბო­ლუ­რი ნაკ­რე­ბის მე­კა­რე ქარ­თვე­ლი გოლ­კი­პე­რი გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლია.

"ტურ­ნირ­ზე ბრწყინ­ვა­ლედ ას­პა­რე­ზო­ბის შე­დე­გად ქარ­თველ­მა მე­კა­რემ ჩვე­ნი გუნ­დის სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ი­კა­ვა ად­გი­ლი. 23 წლის კა­რის და­რა­ჯი ჩე­ხეთ­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­მა­შით სა­უ­კე­თე­სო შე­ფა­სე­ბე­ბის მხრივ სა­ერ­თო რე­ი­ტინ­გში 9.25 ქუ­ლით მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და“, - ვკი­თხუ­ლობთ სა­იტ­ზე.

WhoScored-ის სიმ­ბო­ლუ­რი ნაკ­რე­ბის სას­ტარ­ტო შემ­დგენ­ლო­ბა კი ასე­თია: მე­კა­რე: გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი (სა­ქარ­თვე­ლო, 7.76)

მცვე­ლე­ბი: იო­ზუა კი­მი­ხი (გერ­მა­ნია, 7.45), იაკა ბი­ო­ლი (სლო­ვე­ნია, 7.33), პეპე (პორ­ტუ­გა­ლია, 7.33), ნუნუ მენ­დე­ში (პორ­ტუ­გა­ლია, 7.51)

ნა­ხე­ვარმცვე­ლე­ბი: ფა­ბი­ან რუ­ი­სი (ეს­პა­ნე­თი, 7.56), დანი ოლმო (ეს­პა­ნე­თი, 7.72), ჯა­მალ მუ­სი­ა­ლა (7.51)

თავ­დამ­სხმე­ლე­ბი: ლა­მინ ია­მა­ლი (ეს­პა­ნე­თი, 7.61), კოდი გაკპო (ნი­დერ­ლან­დე­ბი, 7.59), ნიკო უი­ლი­ამ­სი (ეს­პა­ნე­თი, 7.39)

გააგრძელეთ კითხვა