ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები - შემთხვევის შედეგად თურქეთში 2 მგზავრი დაიღუპა, 35 დაშავდა - კვირის პალიტრა

ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები - შემთხვევის შედეგად თურქეთში 2 მგზავრი დაიღუპა, 35 დაშავდა

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში, მუგლეს პროვინციაში, ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაიღუპა და 35 დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, გარდაცვლილთაგან ერთი 11 წლის ბავშვია.

დაშავებულებიდან 9 პირის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა, რის გამოც გაჩერებულ 3 ავტომობილს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელს შეეჯახა.