"მისი კაბები 1 200 დოლარი ღირს. დედა თავიდან ძალიან გაკვირვებული იყო ბავშვის ახალი გატაცებით, თუმცა მის წამოწყებას ხელი მაინც შეუწყო" - კვირის პალიტრა

"მისი კაბები 1 200 დოლარი ღირს. დედა თავიდან ძალიან გაკვირვებული იყო ბავშვის ახალი გატაცებით, თუმცა მის წამოწყებას ხელი მაინც შეუწყო"

წარმატებული დიზაინერები და მოდის სახლები საზოგადოებას მუდმივად ახალ და საინტერესო ნამუშევრებს სთავაზობენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პოპულარული ვარსკვლავების სამოსზე უკვე 8 წლის დიზაინერი ზრუნავს. მისი ნამუშევრები მთელ მსოფლიოს აოცებს. ის იმდენად პოპულარულია, რომ მისი სამოსი ჰოლივუდის ვარსკვლავმა შერონ სტოუნმაც მოირგო.

pagesheron-1721139672.jpg

უცხოურ მედიაში აქტიურად წერენ 8 წლის მაქს ალექსანდერის შესახებ, რომელსაც Couture to the Max-ის სახელით 100-ზე მეტი სამოსი აქვს შექმნილი. მას სოციალურ ქსელში, მათ შორის, youtube-ის არხზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. პატარა დიზაინერის ისტორია ნამდვილად უნიკალურია.

მაქსი აშშ-ში, ერთ ჩეულებრივ ოჯახში დაიბადა და და-ძმასთან ერთად იზრდებოდა. როგორც ვუნდერკინდის დედა იხსენებს, ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში მაქსმა სადილზე დედას განუცხადა, რომ ის დიზაინერი უნდა გამხდარიყო და კაბები შეექმნა, თუმცა როგორც სხვა ბავშვებს, მაქსსაც იმ დროისთვის არ ჰქონდა კერვისა თუ სხვა გამოცდილება.

screenshot-2024-07-16-181339-1721140175.png

ბავშვის დაჟინებული თხოვნით, დედამ მუყაოსგან პირველი მანეკენი დაამზადა და შეუდგნენ მუშაობას. პატარა მაქსი დედას - შერი მედისონს კალთაში ეჯდა და ისე აკვირდებოდა, როგორ კერავდა დედა ქსოვილს მანქანით. შერი თავიდან ძალიან გაკვირვებული იყო ბავშვის ახალი გატაცებით, თუმცა მის წამოწყებას ხელი მაინც შეუწყო. მაქსმა პირველად სამოსი ბებოსა და დისთვის დაამზადა, შემდეგ კი ბაღის ჯგუფელებისთვის სამოსი ფერადი ქსოვილებით, ლენტებითა და სხვა ორიგინალური ორნამენტების გამოყენებით შექმნა და პირველი ჩვენებაც მოაწყო.

დროთა განმავლობაში კი, ყველასგან გასაკვირად, ეს საქმიანობა კარგად შეისწავლა და მის სამოსს ახლა ცნობილი მსახიობი შერონ სტოუნიც კი ატარებს.

screenshot-2024-07-16-181759-1721140176.png

ვუნდერკინდის საქმიანობით გამოცემა PEOPLE დაინტერესდა. მაქსის კაბები უკვე 1 200 დოლარი ღირს.

„ის არასდროს ავლენდა ინტერესს მოდის მიმართ, ჟურნალებსაც კი არ ნახულობდა. ეს საქმე მასთან თავისით მოვიდა, თითქოს კერვა სისხლში ჰქონდა გამჯდარი“, - ამბობს მაქსის დედა.

მაქსს ყველაზე მეტად ხავერდზე და აბრეშუმზე მუშაობა უყვარს. როგორც პატარა დიზაინერი ამბობს, მისი შთაგონების წყარო წყალი, მზე და ქალთევზებია.

„ჩვენ მაქსს ყველა საქმეში დავუჭერთ მხარს, თუ ეს მას სიამოვნებას ანიჭებს“, - აღნიშნა მაქსის დედამ, - „ქსოვილებს, ძირითადად, მისი მხარდამჭერები ჩუქნიან, მაგრამ ახლა უკვე ისიც დადის მაღაზიებში და თავად არჩევს იმ თანხით, რომელსაც თვითონ გამოიმუშავებს"

screenshot-2024-07-16-181635-1721140175.png

როგორც ცნობილია, პოპულარობის მიუხედავად, დიზაინერი ძალიან მორცხვი და მორიდებული ბავშვია. მშობლებიც არ ათამამებენ და ყველა მოთხოვნას უპირობოდ არ უსრულებენ:

„მაქსი ძალიან მორცხვია. ის იმდენად პატარაა, ჯერ ვერც აცნობიერებს, რომ ცნობილია, თუმცა ბუნებით მორიდებულია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მისი ბავშვობა დავიცვათ და ვუთხრათ „არა“ იმ ბევრ რამეზე, რაც მაქსს მისი ცხოვრების გზაზე უკვე ხვდება, რათა არ დაისტრესოს“, - აღნიშნავს ვუნდერკინდი ბიჭის დედა.