ვინ ესწრებოდა ქართველი ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემონიას და რა ჯილდო დაწესდა ჩემპიონებისთვის - კვირის პალიტრა

ვინ ესწრებოდა ქართველი ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემონიას და რა ჯილდო დაწესდა ჩემპიონებისთვის

სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბი პა­რი­ზის ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­და­ზე მი­ემ­გზავ­რე­ბა. სპორ­ტსმე­ნებ­მა დღეს ოლიმ­პი­უ­რი ფიცი და­დეს.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ და სი­ტყვით მი­მარ­თეს: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა; სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა; თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძე.წლე­ვან­დელ ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში, სპორ­ტის 10 სა­ხე­ო­ბა­ში, პი­რად შე­ჯიბ­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 28 სპორ­ტსმე­ნი, მათ შო­რის 7 ქალი მი­ი­ღებს.

გარ­და ამი­სა, ოლიმ­პი­ა­დის შე­რე­ულ გუნ­დურ ტურ­ნირ­ში იას­პა­რე­ზე­ბენ ძი­უ­დო­ის­ტე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან ოლიმ­პი­უ­რი, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის არა­ერ­თი ჩემ­პი­ო­ნი, ასე­ვე ვერ­ცხლი­სა და ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლოს­ნე­ბი.

1996 წლის ატ­ლან­ტის ოლიმ­პი­ა­დი­დან დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლომ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე 10 ოქ­როს, 12 ვერ­ცხლის და 18 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. მედ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო 2020 წლის ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და, როცა სა­ქარ­თვე­ლომ 8 მე­და­ლი ( 2 ოქრო, 5 ვერ­ცხლი, 1 ბრინ­ჯაო მო­ი­პო­ვა).

olimpielebiiiii-1721149142.jpg

პრე­მი­ე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გაგ­რძელ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა ქარ­თუ­ლი სპორ­ტის, ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­ე­ლე­ბის, ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დის მი­მართ და ეს მხარ­და­ჭე­რა წლი­დან წლამ­დე უფრო მე­ტად გა­იზ­რდე­ბა.

"ტრა­დი­ცი­უ­ლად წეს­დე­ბა ხოლ­მე პრე­მია ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის წინ და ამ შემ­თხვე­ვა­შიც მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბის­თვის, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლარი ვერ­ცხლის მედ­ლის შემ­თხვე­ვა­ში და 250 ათა­სი ლარი ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რე­ბის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვენ და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია არ გჭირ­დე­ბით იმის­თვის, რომ ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლოთ ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თვის, მაგ­რამ ეს არის და­მა­ტე­ბი­თი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც თქვენს მო­ტი­ვა­ცი­ას ალ­ბათ, და­მა­ტე­ბით აა­მაღ­ლებს.

მინ­და, დაგ­პირ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით, რომ კვლა­ვაც გაგ­რძელ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა ქარ­თუ­ლი სპორ­ტის, ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­ე­ლე­ბის, ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დის მი­მართ და ეს მხარ­და­ჭე­რა კი­დევ უფრო მე­ტად გა­იზ­რდე­ბა წლი­დან წლამ­დე. მინ­და, გი­სურ­ვოთ დიდი წარ­მა­ტე­ბა ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.