"თავიანთი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს, რომ მე და ჩემს ძმას უკეთესი მომავალი გვქონოდა. მე სამუდამოდ ვაფასებ იმას, რაც მამაჩემმა და დედაჩემმა გააკეთეს ჩვენთვის" - კვირის პალიტრა

"თავიანთი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს, რომ მე და ჩემს ძმას უკეთესი მომავალი გვქონოდა. მე სამუდამოდ ვაფასებ იმას, რაც მამაჩემმა და დედაჩემმა გააკეთეს ჩვენთვის"

წლევანდელმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმა მართლაც ემოციების ზღვა მოგვიტანა, რომელიც ფინალის შემდეგაც გრძელდება. ქარტველი ფეხბურთელების გარდა, ამაში ესპანეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრების დამსახურებაცაა - ლამინ იამალმა და ნიკო უილიამსმა უამრავი გულშემატკივრის გული მხოლოდ ფეხბურთში გამოჩენილი ოსტატობით როდი მოიგეს.ახლახან განას სპორტული ვებგვერდიდან ვრცელდა ვიდეო, სადაც ნიკო უილიმსი გამარჯვების შემდეგ დედასთან გარბის და ეხუტება. მან თავისი, როგორც საუკეთესო ფეხბურთელის, მედალიც დედას მიუღძვნა.

"ოქროს მედალი დედაჩემს მივუძღვენი, რადგან ის არის ჩემი მისაბაძი მაგალითი და შთაგონების წყარო ცხოვრებაში,” - განაცხადა უილიამსმა.

ნიკო უილიამსი ესპანეთში დაიბადა მას შემდეგ, რაც მისმა მშობლებმა, როგორც სამოქალაქო ომიდან დევნილებმა, განადან ესპანეთში ჩააღწიეს. მათ 4 ათასი კილომეტრის ფეხით გავლა და უდაბნოს გადმოკვეთა მოუხდათ, რათა ესპანურ პორტამდე, მელილიამდე მიეღწიათ. იქედან კი ევროპაში ჩამოვიდნენ.ოსეი უმილიამსს და მარია არტუერის ორივე ვაჟი ფეხბურთელია. უფროსი ინიაკი უილიამსია, რომელიც ყოველთვის მთავარი მისაბაძი მაგალითი იყო ნიკოსთვის.

„მას მკაცრად ვზრდი. ნიკო სწრაფად ითვისებს ჩემს რჩევებს, არ წუწუნებს და ბევრს მუშაობს. თუმცა ჩვენს სახლს მატრიარქატი მართავს. დედის სიტყვა კანონია“, - იხსენებს ინაკი.

nikooooooooooooooooooo-1721240990.png

BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნიკომ დიდი მადლობა გადაუხადა მშობლებს: „ახლა ყველანი ერთად ვართ. ღვთის წყალობით მართლაც კარგად ვცხოვრობთ. ჩემი მშობლები ხედავენ მათი ვაჟების წარმატებას, რის გამოც ამდენი რამ გამოიარეს. ყველაფერი, რასაც მე და ჩემი ძმა ვაკეთებთ, ჩვენი მშობლებისთვისაა. მათ თავიანთი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს, რომ მე და ჩემს ძმას უკეთესი მომავალი გვქონოდა. მათ მიაღწიეს ამას და მე სამუდამოდ ვაფასებ იმას, რაც მამაჩემმა და დედაჩემმა გააკეთეს ჩვენთვის - ისინი მებრძოლები არიან. იხილეთ სრულად