"4 წელი გავიდა. მოგიკვდეს დედა, რომ ვერ დაგიცვა... მინდა მჯეროდეს, რომ კარმა რეალურია" - თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედია: რას წერს შვილმკვდარი დედა - კვირის პალიტრა

"4 წელი გავიდა. მოგიკვდეს დედა, რომ ვერ დაგიცვა... მინდა მჯეროდეს, რომ კარმა რეალურია" - თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედია: რას წერს შვილმკვდარი დედა

"დე, უკვე 4 წელი წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა შენ გაუჩინარდი ჩვენი ცხოვრებიდან. მოგიკვდეს დედა, რომ ვერ დაგიცვა", - წერს სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.

" არც ერთი წუთი და წამი არ არსებობს შენზე ფიქრით და მონატრებით არ იყოს გაჯერებული. ნეტა როგორ მაძლებინებს უფალი ამ ჯოჯოხეთურ მონატრებას? ნეტა კიდევ რამდენი წელი სჭირდება სამართლიანობის აღდგენას, ნუთუ მართლა ჩალით არის დახურული ქვეყანა? მინდა მჯეროდეს, რომ სამართალი იზეიმებს და კარმა რეალურია", - წერს თეონა თამაზაშვილი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 23 წლის პროგ­რა­მის­ტი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 2020 წლის 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და და მას ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. გო­გო­ნა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მა­წევ­ნის და­უ­სახ­ლე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­მან­ქა­ნო გზი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მეტ­რის და­შო­რე­ბით მდგარ სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ლო­ნი­დან თა­მა­რის ჩან­თა­ში გუ­ლის და წნე­ვის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ცა­რი­ე­ლი ფირ­ფი­ტე­ბი ამო­ი­ღეს. ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია გო­გო­ნას ხელ­ჩან­თა დო­კუ­მენ­ტე­ბით, წყლის ბოთ­ლი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და ავ­ტო­მან­ქა­ნის პულ­ტი. ავ­ტო­მან­ქა­ნის ყვე­ლა კარი და­კე­ტი­ლი, ხოლო ფან­ჯრის მი­ნე­ბი აწე­უ­ლი იყო. გა­მო­ძი­ე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ცხედ­რის პოვ­ნი­დან მე­ო­რე დღეს კი ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მეს თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლიც და­ე­მა­ტა.

ოჯა­ხი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მის სამ­სა­ხურს უკავ­ში­რებ­და და ამ­ბობ­და, რომ თა­მა­რი სამ­სა­ხუ­რი­დან ხში­რად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბრუნ­დე­ბო­და. ოჯა­ხი სუ­ი­ციდს თა­ვი­დან­ვე გა­მო­რი­ცხავ­და და მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას იზი­ა­რებ­და. ოჯა­ხი და ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი საქ­მე­ში FBI-ს ჩარ­თვა­საც ითხოვ­დნენ, მათ მი­ი­ღეს კი­დეც ამის პი­რო­ბა, თუმ­ცა ქარ­თულ­მა მხა­რემ ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს­გან მი­ი­ღო გან­მარ­ტე­ბა, რომ ისი­ნი მხო­ლოდ შტა­ტებ­ში მომ­ხდარ ან მათ სა­ხელ­მწი­ფოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებს იძი­ე­ბენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რა პე­რი­ო­დუ­ლად გვაც­ნობ­და საქ­მის მა­სა­ლებს, მათ შო­რის თა­მა­რის ემო­ცი­ურ ვი­დეო-აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებს, რომ­ლებ­შიც გო­გო­ნა ლა­პა­რა­კობ­და უი­მე­დო სიყ­ვა­რულ­ზე და ახ­სე­ნებ­და თვით­მკვლე­ლო­ბას... ათე­უ­ლო­ბით ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნებს შო­რი­საა ფსი­ქო­ლო­გი­ურ-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაც, რო­მელ­მაც გო­გო­ნას სუ­ი­ცი­დი და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნია.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ექ­ვსთვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, 17 დე­კემ­ბერს, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყვი­ტა.

"მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ცხად­ყოფს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ", - ასე­თი იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.