"როცა ჰორმონალური ცვლილებები იწყება და ამას ახლავს აკნე, კომედონი, მოზარდს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მშობლებმა, რომ არ გართულდეს"
სახის კანის მოვლის საიდუმლოებები
დღეს მშვენიერი სოფო ჭონიშვილი უნდა გაგაცნოთ, რომელიც სახის კანს განსაკუთრებულად, პროფესიულად უვლის და ჩვენც გვიზიარებს სასარგებლო რჩევებს. თუ გაინტერესებთ, რომელი ასაკიდან უნდა დაიწყოთ სახის კანის მოვლა, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება და რომელი ზონა გასცემს ქალის ასაკს, ეს სტატია თქვენთვისაა.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ბავშვობიდან გამოვირჩეოდი თავის მოვლის კულტურით. პატარა ვიყავი, სკოლაშიც არ დავდიოდი, როცა მანიკიურსა და პედიკიურს ვიკეთებდი, ფრჩხილები სულ მოწესრიგებული მქონდა. ნიღბებსაც კი ვიკეთებდი, რაც ჩემს ასაკს შეეფერებოდა. ასე ძალიან რომ ვზრუნავდი ჩემს თავზე, მშობლებმა ჩემი ექიმობა განიზრახეს. ჩავაბარე კიდეც სამედიცინო უნივერსიტეტში. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი სფერო..."
"ასაკის შესაფერისი კრემი გვჭირდება მთელი ცხოვრების მანძილზე. განსაკუთრებით გამოვყოფ გარდატეხის ასაკს, როცა ჰორმონალური ცვლილებები იწყება და ამას ახლავს აკნე, კომედონი. ამ პერიოდში მოზარდს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მშობლებმა, რომ არ გართულდეს, სახეზე არ გაუჩნდეს აკნეს შემდგომი ლაქები, ნაწიბურები, ფორები. სასურველია, უკვე ამ ასაკში სახის კანის მოვლა მისი ტიპის მიხედვით".
"გენეტიკა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც, ფორები ავიღოთ, რომელიც არის ხილულიც და უხილავიც. მოდიან ჩემთან პაციენტები სახის გასაწმენდად, ინიექციური პროცედურებისთვის, მაგრამ ფორები გენეტიკის ნაწილია და მას ვერანაირი პროცედურით ვერ გაიქრობთ. თუმცა, სახის კანის მოვლის კარგი პროდუქტებითა და პროცედურებით (კანის ტიპის და ასაკის გათვალისწინებით) ეს ჩვენი გენეტიკური ფორები შეგვიძლია გავხადოთ უხილავი, ხოლო სახის კანი - გლუვი და ძალიან ლამაზი".

"ყველა ქალბატონმა უნდა გაითვალისწინოს, რადგან ალბათ ყველას გინახავთ ასაკიანი ქალბატონები, რომლებსაც მოვლილი, გადაპრიალებული სახის კანი აქვთ, მაგრამ მოუვლელი ყელისა და დეკოლტეს ზონა გასცემს მათ ასაკს. მე ყველა ჩემს პაციენტს ვაფრთხილებ, რაც შედის სახის კანის რუტინაში, აუცილებლად უნდა ჩამოინაწილონ ყელსა და დეკოლტეზე".
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 18 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.
რუსუდან გელაშვილი