"თურქეთში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი" - კვირის პალიტრა

"თურქეთში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი"

სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქეთ­ში, ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი პირი და­ა­კა­ვეს.

მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში და­კა­ვე­ბუ­ლია ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი ერთი პირი. უშუ­ა­ლოდ და­ნა­შა­უ­ლის აღმსრუ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც ბრა­ლი ედე­ბა ჯგუ­ფუ­რად შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნა­ში.

მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი. იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ მალე დას­რულ­დე­ბა ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი და დრო­უ­ლად წარ­დგე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ში”, - გა­ნა­ცხა­და გა­ბი­ტაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ბიზ­ნეს­მენ ბე­სიკ ხარ­ძი­ანს თბი­ლის­ში სა­კუ­თარ სა­დარ­ბა­ზო­ში 2015 წლის 28 მარტს ეს­რო­ლეს. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლად 2016 წლის იან­ვარ­ში გა­მო­ა­ცხა­და.ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მხი­ლე­ბულ­ნი არი­ან: უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, 1985 წლის 29 მა­ისს და­ბა­დე­ბუ­ლი ფა­რიდ გურ­ბა­ნო­ვი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე, 1973 წლის 4 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ოლეგ დო­ე­ვი, რომ­ლებ­ზეც ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან მათ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს. ბიზ­ნეს­მე­ნი ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და პა­ტიმ­რო­ბი­დან 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ხარ­ძი­ა­ნი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ამ პე­რი­ოდ­ში მას კუს ტბის წი­ლე­ბი ზე­წო­ლით და­ათ­მო­ბი­ნეს.

ბიზ­ნეს­მენ ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის, შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ორ პირს სა­სა­მარ­თლომ 19-19 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.