საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი ე.წ. აგენტების კანონის გაუქმებას ითხოვს - კვირის პალიტრა

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი ე.წ. აგენტების კანონის გაუქმებას ითხოვს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლო აქვეყნებს.

მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილია.

საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. რა ვადაში განიხილავს სარჩელს პლენუმი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სარჩელში მოითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს.

"ინტერპრესნიუსი"