მიქაუტაძემ "ლიონთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა
"ეკიპის" მტკიცებით, გიორგი მიქაუტაძემ გუშინ "ლიონში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ამ დილით ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"მეცი" ტრანსფერში ბონუსების გარეშე 18.5 მილიონ ევროს მიიღებს. გიორგის ახალ გუნდში გადასვლა ოფიციალურად საღამოს უნდა გამოაცხადონ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველის ტრანსფერი აგენტის, ალენ მილიაჩოს გამო ჩაშლის პირას იყო, ვინაიდან მას თავისი კლიენტის "მონაკოში" გადაყვანა სურდა.
ერთი სიტყვით, "ოლიმპიკის" ოფიციალურ ცნობას დაველოდით.