1994 წელი, როდესაც საქართველოში 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა - რამდენი "დავრჩით" ეხლა ქვეყანაში?!
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 3.7 მლნ ადამიანი ცხოვრობს. საქსტატის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი, თითქმის, 34% თბილისზე მოდის, ყველაზე ნაკლები კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთზე, კერძოდ, 0,7%.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრებთა რაოდენობა 4 მლნ-ზე მეტი ბოლოს 2001 წელს იყო, ხოლო 5 მლნ ადამიანამდე - 1994 წელს.
საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, Bpn-ი გთავაზობთ, თუ როგორ ნაწილდება მოსახლეობა რეგიონების მიხედვით:
თბილისი - 1.258 მლნ ადამიანი (34%)
იმერეთი - 442.3 ათასი ადამიანი (12%)
ქვემო ქართლი - 436 ათასი ადამიანი (11,7%)
აჭარა - 363.2 ათასი ადამიანი (10%)