სომხეთის საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 2 პილოტი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სომხეთის საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 2 პილოტი ემსხვერპლა

სომხეთში სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი 19 ივლისს დილით ქალაქ ეღვარდთან მახლობლად ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა.

აღინიშნება, რომ ინციდენტს ორი პილოტის - უფროსი ლეიტენანტ არმენ ისაჰანიანისა და კადეტ არმენ ხაჩატრიანის - სიცოცხლეები ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"