"მოდი, ერთად ვილოცოთ, რომ მამაჩემი მალე გამოვიდესო" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი ელის-მარიას შესახებ - კვირის პალიტრა

"მოდი, ერთად ვილოცოთ, რომ მამაჩემი მალე გამოვიდესო" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი ელის-მარიას შესახებ

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი სოციალურ ქსელში ელის-მარიას შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"ალისას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა 4 წლის, ახალი საყვარელი საქმიანობა გაუჩნდა - სულ ეძებს და უმეგობრდება ახალ ბავშვებს და დამეგობრებიდან ცოტა ხანში აუცილებელ რიტუალად ამკვიდრებს "მოდი ერთად ვილოცოთ, რომ მამაჩემი მალე გამოვიდეს"

საოცრებაა ისიც, რომ არცერთი ბავშვი უარს არ ეუბნება და არიან ასე საერთო პირჯვრის წერაში და ბუტბუტში" - წერს მიხეილ სააკაშილი.