ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა - "კარლსრუემ" "ჰოფენჰაიმი" 4:1 დაამარცხა
ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუეს" საზაფხულო სამზადისს შეუერთდა და "ჰოფენჰაიმთან" ამხანაგურ მატჩში სასტარტო შემადგენლობაშიც მოხვდა.
მეტიც, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა პირველ ტაიმში დუბლიც შეასრულა, რამაც ბუნდესლიგის ბინადარის განადგურებაში (4:1) დიდი როლი ითამაშა.