ისრაელს ყელში ამოუვიდა ჰუსიტების რაკეტების მოგერიება და იემენში დაბომბა... - კვირის პალიტრა

ისრაელს ყელში ამოუვიდა ჰუსიტების რაკეტების მოგერიება და იემენში დაბომბა...

20 ივლისის საღამოს იემენში, ჰოდაიდას საზღვაოპორტში, რომელსაც ჰუსიტები აკონტროლებენ, მძლავრი აფეთქებები მოხდა...ისრაელი, რომელიც როგორც წესი, არ აღიარებს მის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების ავტორობას, ამჯერად არღვევს ტრადიციას და „ცახალი“ოფიციალურად აცხადებს, რომ „ჰუსიტების ცხრათვიანი მუდმივი საჰაერო თავდასხმების შემდეგ ისრაელის F-15I -ებმა 1 800 კმ-ზე შორს მანძილზე განახორციელეს მასობრივი დარტყმები წითელ ზღვაში,ჰოდაიდოს საზღვაო პორტის რაიონში განთავსებულ ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე“...ისრაელის მძლავრი შურისძიება მას შემდეგი გახდა გარდაუვალი, რაც ერთი დღით ადრე ჰუსიტების მხრიდან გაშვებულმა კამიკაძე-დრონმა თითქმის ორი ათასი კმ-იიფრინა, გადალახა ისრაელის ასე ნაქები საჰაერო თავდაცვის „რკინის გუმბათი“ და თელ-ავივში, აშშ-ის საელჩოს კომპლექსიდან ასიოდე მეტრში აფეთქდა (დაწვრილებითიხილეთ ამავე ბლოგის 19 ივლისის სტატიაში „როგორ " ჩავარდა" " რკინის გუმბათი" " ჩუსტებიანმა " ჰუსიტებმა თელ-ავივს დაარტყეს - რატომ ვერ აღმოაჩინეს დრონი, რომელმაც მიზნამდე 2000 კმ იფრინა“).როგორც ჩანს, ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სწრფადვე მიიღო ჰუსიტებზე შურისძიების გადაწყვეტილება და ოპერატიულად დაგეგმა

2israeli-1721559637.jpg
ამ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ისრაელის ავიაციას ჰოდაიდოს პორტში ჰუსიტებისთვის მართლაც მძლავრი შურისმაძიებელი საჰაერო დარტყმები მიუყენებია...

და განახორციელა მთელი საჰაერო ოპერაცია, რომელშიც 12 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა, მათ შორის დამრტყმელი F-15I და F-35I-ები, ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავები და საჰაერო ტანკერები, რომ ეს საავიაციო არმადა ჰაერში საწვავით დამატებით გაეწყო, რათ ამათ 1 800 კმ-ის რადიუსში შეესრულებინათ საბრძოლო დავალება და უკან დაბრუნებულიყვნენ...თუკი ჰუსიტების კამიკაძე-დრონის აფეთქებას თელ-ავივში ერთი ადამინის სიცოცხლე შეეწირა და ათამდედაშავდა,ისრაელის საპასუხო ქმედებების შედეგადჰოდაიდოს პორტში სამი ადამიანი დაიღუპა, 87 დაიჭრა. ჰუსიტების პასუხის პასუხმაც არ დააგვიანა და 21 ივლისის გამთენიისას მათ ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ისრაელის სამხრეთ სავაჭრო პორტის-ეილათის მიმართულებით, თუმცა ეს რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. 2023 წლის 7 ოქტომბრის „ჰამასის“ დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების წინ ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ოთხ ფრონტზე (ღაზის სექტორში „ჰამასთან“, ლიბანის სამხრეთში „ჰესბოლასთან“, გოლანის სიმაღლეებზე სირიაში მოქმედ პროირანულ დაჯგუფებებთან და მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებთან) ერთდროულად ბრძოლას კი უშვებდა, მაგრამ ეტყობა, ნაკლებად წარმოედგინა, რომ ისრაელს ახალ ფრონტს გაუხნიდა ის მოწინააღმდეგე, რომელსაც ისრაელთან არათუ საერთო სახმელეთო ან საზღვაო საზღვარი აქვს, არამედ არანაკლებ 1700 კმ-ით არის მისგან დაშორებული...აქედან გამომდინარე სახმელეთო შეტაკებები ისრაელის „ცახალსა“ და იემენელ ჰუსიტებს შორის ძნელად წარმოსადგენია (თუკი ჰუსიტი მებრძოლები რაიმე გზებით არ მოხვდნენ ბლოკირებულ ღაზას სექტორში, გოლანის სიმაღლეებთან სირიაში ან ლიბანის სამხრეთით „ჰესბოლას“რიგებში), თუმცა ჰუსიტებს მაინც რჩებათ კიდევ ორი ხერხი, რომ მტკივნეული დარტყმები მიაყენონ ისრაელს, მათ შორის უშუალოდ ისრაელისკენ ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების გაშვებით, ასევე წითელ ზღვაში ისრაელთან რამენაირად დაკავშირებული სავაჭრო გემებისა და ტანკერების ჩაძირვით სახით. ამისთვის საჭირო სამხედრო დახმარებას ჰუსიტებს ისევ ირანი გაუწევს, როგორც ეს აქამდეც ხდებოდა. თავის მხრივ ისრაელიც აღარ დაინდობს იემენელ ჰუსიტებს და გაიმეორებს ასეთივე საჰაერო რეიდებს მათ წინააღმდეგ-ჩვენ ყველა სახის შეიარაღებას გამოვიყენებთ ჰუსიტების საწინააღმდეგოდ, თუკი ამის აუცილებლობა დადგება-აცხადებენ ისრაელის ხელისუფლებაში,თუმცა უარს ამბობენ დააკონკრეტონ, შედის თუ არა ამ, პოტენციურად გამოსაყენებელი შეიარაღების სიაში...ბირთვული ქობინები, რომელთა არსებობას „ცახალის“ არსენალში ისრაელი ისევ ტრადიციულად არ ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს...