ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნოემბერში არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის არ აპირებს ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე განაცხადა.
ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება.
81 წლის პრეზიდენტი გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს:
"ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია მხოლოდ პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე ფოკუსირება", - წერს ბაიდენი.