“ცხოვრების ბოლომდე ჩემი ოჯახი მაინც იოსებ სტალინის ფანი იყო... მისი სურათიც ეკიდათ, მისტიროდნენ“ - რა ისტორიას იხსენებს თამარ ივერი - კვირის პალიტრა

“ცხოვრების ბოლომდე ჩემი ოჯახი მაინც იოსებ სტალინის ფანი იყო... მისი სურათიც ეკიდათ, მისტიროდნენ“ - რა ისტორიას იხსენებს თამარ ივერი

მსა­ხი­ობ ეკა ჩხე­ი­ძეს­თან, გა­და­ცე­მა­ში “პირ­ვე­ლი სტუ­დია“ ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა სოპ­რა­ნომ თა­მარ ივერ­მა მისი რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

მან ბე­ბი­ის და ბა­ბუ­ის გა­და­სახ­ლე­ბის ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა. მა­შინ ივე­რის მამა და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წლის იქ­ნე­ბო­და. მომ­ღერ­ლის თქმით ყა­ზა­ხე­თის ცხელ კლი­მატ­ში ცხოვ­რე­ბამ მა­მა­მისს გული და­უ­ა­ვა­და.

“ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან მომ­ყვე­ბა. ბე­ბია მიყ­ვე­ბო­და, რომ ღამე იყო, ლო­ბი­ოს აკე­თებ­და, ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ პა­ტა­რე­ბი -მა­მა­ჩე­მი ალ­ბათ 3-4 წლის იქ­ნე­ბო­და, მე­ო­რე ძმა ცოტა უფ­რო­სი. ღამე ვი­ღა­ცა და­ად­გათ თავ­ზე, მკაც­რი კა­კუ­ნი იყო და უბ­რძა­ნეს რომ 10 წუთ­ში და­ე­ცა­ლათ ბინა. ერ­თა­დერ­თი, ბე­ბი­ამ გა­ზის გა­მორ­თვა მო­ას­წრო, აყა­რა ბავ­შვე­ბი და მთე­ლი ოჯა­ხი შე­ყა­რეს ვა­გონ­ში.

ბა­ბუა ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, მა­შინ­დე­ლი გა­ზე­თის ერთ-ერთი თა­ნა­რე­დაქ­ტო­რი, ალ­ბათ ისე­თი რა­ღაც და­წე­რა, რაც არ უნდა და­ე­წე­რა". გააგრძელეთ კითხვა