“ცხოვრების ბოლომდე ჩემი ოჯახი მაინც იოსებ სტალინის ფანი იყო... მისი სურათიც ეკიდათ, მისტიროდნენ“ - რა ისტორიას იხსენებს თამარ ივერი
მსახიობ ეკა ჩხეიძესთან, გადაცემაში “პირველი სტუდია“ ცნობილმა ქართველმა სოპრანომ თამარ ივერმა მისი რეპრესირებული ოჯახის წევრების შესახებ ისაუბრა.
მან ბებიის და ბაბუის გადასახლების ისტორია გაიხსენა. მაშინ ივერის მამა დაახლოებით 3-4 წლის იქნებოდა. მომღერლის თქმით ყაზახეთის ცხელ კლიმატში ცხოვრებამ მამამისს გული დაუავადა.
“ეს არის ძალიან მძიმე ისტორია, რომელიც ბავშვობიდან მომყვება. ბებია მიყვებოდა, რომ ღამე იყო, ლობიოს აკეთებდა, ბავშვები იყვნენ პატარები -მამაჩემი ალბათ 3-4 წლის იქნებოდა, მეორე ძმა ცოტა უფროსი. ღამე ვიღაცა დაადგათ თავზე, მკაცრი კაკუნი იყო და უბრძანეს რომ 10 წუთში დაეცალათ ბინა. ერთადერთი, ბებიამ გაზის გამორთვა მოასწრო, აყარა ბავშვები და მთელი ოჯახი შეყარეს ვაგონში.
ბაბუა ცნობილი ჟურნალისტი იყო, მაშინდელი გაზეთის ერთ-ერთი თანარედაქტორი, ალბათ ისეთი რაღაც დაწერა, რაც არ უნდა დაეწერა". გააგრძელეთ კითხვა